უჩვეულო ტესტი: თქვენი შიშები თქვენს პიროვნებაზე მოგითხრობთ

უჩვეულო ტესტი: თქვენი შიშები თქვენს პიროვნებაზე მოგითხრობთ
ჩვენ ვართ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია. ეს უკვე დიდი ხანია, ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს. ესა თუ ის შიში ადამიანის ბუნებაზე მეტყველებს. თუ გსურთ, თქვენს შესახებ მეტი გაიგოთ, შეხედეთ სურათებს და აირჩიეთ ყველაზე თქვენთვის საშინელი შესასვლელი - ისეთი, რომელშიც არასოდეს გაბედავდით შესვლას.


იხილეთ ტესტის შედეგები:

1.ყინულის გამოქვაბული

ეს იმის ნიშანია, რომ სულიერ კომფორტს ეძებთ. გეშინიათ მარტოობის და იმის განცდის, რომ არავის სჭირდებით. მეორეს მხრივ, თუ ამ გამოქვაბულის შეგეშინდათ, შინაგანად საჭირო ადილზე გრძნობთ თავს და იცით, რომ სწორი გზით მიდიხართ. და კიდევ, ეს არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ ეძებთ სიყვარულს, არ გყოფნით სითბო და მზრუნველობა.

2. გვირაბი

თუ ეს ნახატი გაშინებთ, დიდი ალბათობით გიჭირთ საკუთარი თავის გამოხატვა ცხოვრებაში, გიჭირთ ადამიანების ნდობა, ნააზრევისა და გრძნობების გამოხატვა. ემოციებს საკუთარ თავში აგროვებთ. ისწავლეთ საკუთარ გრძნობებზე საუბარი, რათა ცხოვრება გაიადვილოთ.

3. მიტოვებული შენობა

შეგაშინათ ამ ნახატმა? ე.ი. ძლიერი და ჭკვიანი პიროვნება ხართ. მაგრამ ეს არჩევანი ასევე გახასიათებთ როგორც ჩაკეტილ ადამიანს. ხშირად, სამყაროს ეთიშებით და ყველაზე ახლობლებსაც არ უშვებთ. თვითკმარი და მომთხოვნი ხართ. ეცადეთ, უფრო ემოციური და ღია იყოთ გარშემომყოფებისთვის.

4. ხის სახლი

თუ ამ შესასვლელმა შეგაშინათ, ეს კარგის ნიშანია. ამჟამად სიყვარულითა და სინაზით ხართ აღსავსე და გსურთ, ეს ვინმეს გაუზიაროთ. ახლობელი ადამინებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, გაწუხებთ ფინანსური საკითხები. სასურველის მისაღწევად, ხანგრძლივი გზის განვლა დაგჭირდებათ.

5. ჭა

გეშინიათ ჭაში ჩავარდნა? თვითკმარი და თავდაჯერებული ადამიანი ხართ, გეშინიათ ჩაკეტილობის და თავისუფლების შეზღუდვის, ცხოვრებაში თავგადასავლები გაკლიათ და დისკომფორტს განიცდით იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობთ. ჩამოიხსენით ჯაჭვები და დაიწყეთ ცხოვრება ისე, როგორც მოგწონთ!

6. კურდღლის ბუნაგი


გაურკვევლობის გეშინიათ. საკუთარი თავის ძიებაში ხართ, ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოთ, თუ რა მისია გაკისრიათ, გაიგოთ, თუ რა არის თქვენი ცხოვრების აზრი. გიყვართ საკუთარ თავში ქექვა და ყველაფრის გაანალიზება.

7. სარდაფის კიბე

დიდი ალბათობით, ბოლო დროს წარუმატებლობას განიცდიდით, წარმოუდგენელი ისტორიები გადაგხდათ თავს. გონებით მაინც წარსულში ხართ. თქვენში იმის შიშჳ ბუდობს, რომ პრობლემები ცხოვრების მუდმივი მეგზური იქნება. სინამდვილეში კი თქვენ თავად ატარებთ ამ პრობლემებს. გაუშვით წარსული და იფიქრეთ პოზიტიურად!

8. ციხის კარი

ციხე სხვა ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რასაც მიჩვეული ხართ. ეს არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ წარმატებისკენ, მკაფიო მიზნები გაქვთ დასახული. მაგრამ გულის სიღრმეში დასვენება და სიმშვიდე გსურთ. მიეცით თავს ამის საშუალება!