აირჩიეთ კულონი, რომელსაც ატარებდით და გაიგეთ, რამდენად კარგი გემოვნება გაქვთ

აირჩიეთ კულონი, რომელსაც ატარებდით და გაიგეთ, რამდენად კარგი გემოვნება გაქვთ
თუ ქალთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც სამკაულები უზომოდ უყვარს - ეს ტესტი სათქვენოა! საუბარია არამხოლოდ ძვირფას მეტალებზე, არამედ, ბიჟუტერიაზეც. ჩვენ მოვამზადეთ ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ, გაიგოთ, თუ როგორი გემოვნება გაქვთ. დაათვალიერეთ 6-ვე გამოსახულება და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

1. თუ პირველი სამკაული აირჩიეთ, ვინტაჟური სამკაულის მოყვარული ხართ. გჯერათ, რომ უწინ უფრო ნატიფ და მიმზიდველ სამკაულებს ამზადებდნენ. უარს არ იტყოდით, ჯაზისა და რეტრომობილების ეპოქაში გეცხოვრათ, რადგან ეს სტილი ყველაზე უკეთ შეგეფერებათ.



2. თუ მეორე კულონი მოგეწონათ, კლასიკური გემოვნება გაქვთ. მოგწონთ თავშეკავებული, საქმიანი სტილი და მიიჩნევთ, რომ უბრალო სამკაული ყოველთვის მომგებიანად გამოიყურება. კარგი გემოვნება გაქვთ!

აირჩიეთ კულონი, რომელსაც ატარებდით და გაიგეთ, რამდენად კარგი გემოვნება გაქვთ

3. თუ ეს გასაღებები აირჩიეთ, იდუმალი ქალი ხართ! მოგწონთ ოქრო-ვერცხლი, ამასთან, უბრალო კულონით არ შემოიფარგლებით - რაიმე ორიგინალური გჭირდებათ.



4. ამ ორმაგი სამკაული არჩევანი იმაზე მეტყველებს, რომ ერთ კულონზე მეტი რამის ტარება გსურთ. ფრინველი - თავისუფლების სიმბოლოა, ქვა კი - თილისმების რწმენა. შემოქმედებითი პიროვნება ხართ, რომელსაც გემოვნება ნამდვილად აქვს.



5. სამკაულების ტარებას ცოდნა სჭირდება. ყვითელი ერთი ტონის მუქ ტანსაცმელს მოუხდება. ჯერ კულონი მიიქცევს ყურადღებას, მერე - თქვენ. საკმაოდ ეშმაკური ხრიკია! სტილის ნამდვილი დედოფალი ხართ!



6. ეს მხიარული სამკაული თქვენს ასეთივე ხასიათზე მეტყველებს. გიყვართ ექსპერიმენტები, ყურადღების მიპყრობა და იდეებით გარშემომყოფების გაოცება. ძალიან ორიგინალური გემოვნება გაქვთ!