ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მკვლელობის ჩადენაც შეუძლიათ

ეფბიაიმ სერიული მკვლელებისა და ფსიქოპატების დაბადების თარიღების მონაცემები შეაჯამა, რაც დაეხმარათ გაეგოთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები მიიჩნევა ყველაზე საშიშად. Fpaparazzi-რედაქცია წარმოგიდგენთ ყველაზე დაუნდობელი ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს.

ტყუპები ყველაზე უსაფრთხო ნიშნად მიიჩნევა. ისინი ყველაზე ნაკლებად არიან დამნაშავეობრივ ქმედებებში შემჩნეული, რადგან ყველაფერში ლოგიკას პოულობენ, რასაც აკეთებენ.

ყველაზე უსაფრთხო ნიშნებში მეორე ადგილზე მერწყულებია. ისინი ზრუნავენ სამართლიანობაზე და სწორად იქცევიან ამგვარად, ნაკლებად არიან დანაშაულისკენ მიდრეკილნი.

ლომებიც ნაკლებად არიან მიდრეკილნი დანაშაულებრივი ქმედებებისკენ, თმცა, როდესაც მკვლელობას სჩადიან, ტეტალებს აქცევენ ყურადღებას.

სასწორები
შეიძლება კეთილი და მომთმენები იყვნენ, მაგრამ ეს მათი ერთადერთი თვისება არ არის. როგორც კი ხვდებიან, რომ მათი სიკეთით სარგებლობთ, დაუნდობლები ხდებიან.

ერიდეთ ქალწულებს, რადგან მათ სუპერაკურატული მკვლელობების ჩადენა შეუძლიათ. მაგრამ უფრო ხშირად მონაწილეობენ ისეთ დანაშაულებში, როგორებიცაა თაღლითობა ან ძარცვა, და არა მკვლელობა. დიდი შვებაა!

თევზები
ჩუმები და კრეატიულები არიან. ისტორია ამტკიცებს, რომ ყველაზე ცნობილი მკვლელები სწორედ თევზები იყვნენ. ასე რომ ჩუმი უსაფრთხოს არ ნიშნავს.

თხის რქა
არ არის სერიული მკვლელი, მაგრამ როცა ძალადობას ხედავს, თავადაც იყენებს დაუნდობელ ძალას.
ვერძების გაბრაზება იოლია, მაგრამ ძალადობას ყოველთვის არ მიმართავენ. შეიძლება მოკვლის სურვილი გაუჩნდეთ, მაგრამ არ ჩაიდენენ.

ერიდეთ გაბრაზებულ კუროებს. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ხასიათი აქვთ, კვლევების თანახმად, ისინი უფრო თაღლითობას სჩადიან, ვიდრე მკვლელობებს.

ფრთხილად იყავით მშვილდოსნებთან. ისინი საკმაოდ დაუნდობლად სჩადიან დანაშაულებს. ეს გახლავთ ხანგრძლივი წამება და სისხლიანი მეთოდები.

მორიელები
სადისტები არიან, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მათთან ხუმრობაში.

და გამარჯვებულია... კირჩხიბი. მათი ხასიათის ცვლილება ეპიკურია, და კვლევების თანახმად, დიდი ალბათობით ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაზე წამსვლელები არიან.