ყველაზე ყველაზე... რომელია ზოდიაქოს საუკეთესო ნიშანი

ყველაზე ყველაზე... რომელია ზოდიაქოს საუკეთესო ნიშანი
ყოველი ადამიანის ბუნება განსაკუთრებული და საოცარია. ძალიან ბევრნი ვართ და ყველა ერთმანეთისგან განვსვავდებით, მაგრამ ვარსკვლავებს შეუძლიათ დაჰყონ ადამიანები და აღწერონ თითოეულის ხასიათი. დაბადების თარიღმა უკვე იქონია თქვენს ბედსა და ხასიათზე გავლენა. ხშირად, როდესაც ადამიანზე რაიმეს გაგება გვსურს, ვკითხულობთ ჰოროსკოპს. ჰოროსკოპში უამრავი საინტერესო რამის ამოკითხვა შეიძლება. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი ნიშანია ყველაზე ყველაზე...

ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშანი

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაზე ლამაზი მამაკაცები თხის რქის ნიშნის ქვეშ იბადებიან. ყველაზე ლამაზი მსახიობები, როგორებიცაა ელვის პრესლი და მელ გიბსონი, სწორედ თხის რქები არიან. ასევე, მისტიურ და მიმზიდველ გარეგნობას ფლობენ მორიელები. აი ტყუპები კი გამხდრები, მაგრამ სპორტული აღნაგობისანი არიან. საკმაოდ მიმზიდველი მამაკაცები არიან კუროები. ქალბატონებში კი ყველაზე მიმზიდველებად სასწორი და თევზები მიიჩნევა. ზოდიაქოს ნიშნების სილამაზე მუდამ კამათისა და განსჯის საგანია, მაგრამ ყველა თანხმდება ერთ რამეში: ყველაზე ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშანი გახლავთ მშვილდოსანი.

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი

ახლა კი განვიხილოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ძლიერი. აი, მაგალითად, ლომი - არც თუ ისე ძლიერია, როგორც ჩანს - საშუალო ძალას ფლობს. მაგრამ მას შესანიშნავად ეხერხება მანიპულაცია. თხის რქა - საკმაოდ თავდაჯერებული ნიშანია და შეუძლია საკუთარი ინტერესებისთვის სხვა ნიშნების გამოყენება. თხის რქა ჯიუტია, მაგრამ სიძლიერით არ გამოირჩევა. ყველაზე სუსტი ნიშანი გახლავთ ვერძი. მისგან არც თუ ისე შორს წავიდა კუროც. ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი კი გახლავთ თევზები. მეორე ადგილზე კი ქალწულები არიან.

ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი

და ვინ არის ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი? ჭკუის პლანეტა გახლავთ მერკური. ნიშნები, რომლებსაც ეს პლანეტა მფარველობს, მათემატიკური ნიჭით, ლოგიკითა და ერუდიციით გამოირჩევიან. მერკურის ასევე სიბრძნის პლანეტას უწოდებენ. ასებობს 3 ნიშანი, რომლებმაც სახელი სწორედ თავიანთი ჭკუით გაითქვეს სახელი:

პირველ ადგილზე გახლავთ ტყუპები, რომლებსაც მერკური ძლიერ მფარველობს. ამ პლანეტამ ტყუპები პრაქტიკულობით და სწავლისადმი სიყვარულით დააჯილდოვა. ასე რომ, ტყუპები ყველაზე ჭკვიან ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნევა. მეორე ადგილზე მერწყულია, რომელსაც ტყუპებისგან განსხვავებით, ურანი მფარველობს. მერწყულები გენიოსებად მიჩნევიან, მათში მრავლადაა მეცნიერები და გამომგონებლები. მესამე ადგილზე მშვილდოსანი იმყოფება. მშვილდოსნებს იუპიტერი მფარველობს. ისინი ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და გონების მეცნიერული წყობით გამოირჩევიან. ასევე, მშვილდოსნებს წარმატება სდევს მუდამ.