ახლობელმა მასწავლა დაბალი წნევის სამკურნალო რეცეპტი, რომელმაც სრულიად მომაყოჩაღა

ვისაც დაბალი წნევა აწუხებს, მდგომარეობა განსაკუთრებით ზაფხულობით ურთულდება, რადგან სიცხეში წნევა კიდევ უფრო ქვეითდება - ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიყავი. წნევა ხშირად ისე ეცემოდა, გულიც კი მიმდიოდა. ახლობელმა მასწავლა ძალიან კარგი რეცეპტი, რომელმაც მარტო წნევა კი არ მომიწესრიგა, მომაყოჩაღა, შრომის უნარი გამიძლიერა.

რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
  • 6 ცალი ლიმონი
  • 500 გ თაფლი
  • 1 ლ წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
6 ცალი ლიმონი კარგად გარეცხეთ, გამოაცალეთ კურკები და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა მოათავსეთ სამლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 ლ ცივი, ანადუღარი წყალი (უმჯობესია გამოხდილი), ხუფი დაახურეთ და 36 საათით მაცივარში შედგით. შემდეგ დაამატეთ 500 გ თხელი თაფლი, კარგად აურიეთ და კიდევ 36 საათით შედგით მაცივარში. მიღებული წამალი უნდა სვათ 50 - 50 გრ სამჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

ექიმის კომენტარი:
კომპონენტები - თაფლი და ლიმონი ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი - მათ შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ამ შემთხვევაში მათი ეფექტი ზოგად მატონიზირებელ, მასტიმულირებელ თვისებებს უკავშირდება. აღნიშნული ნარევი ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: