ხახვის წვენის უნიკალური სამკურნალო თვისებები, თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში...

ხახვის წვენის უნიკალური სამკურნალო თვისებები, თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში...
ხახვის წვენი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კაპიალრების სიმტკიცეს ამაღლებს და მათი კედლების სიმყოფეს ამცირებს. ხახვის წვენი მდიდარია ფიტონციდებით, რომლებიც მომაკვდინებლად მოქმედებს ბაქტერიებზე, სოკოზე და ამებებზე. ფიტონციდების მაღალი შემცველობით განოირჩევა იისფერი და წითელი შეფერილობის ხახვი. ამიტომაც გამოიყენებენ ხახვის წვენს ჩირქოვანი იარებისა და წყლულების მკურნალობის დროს. ოდესღაც ხახვის წვენს შხამსაწინააღმდეგოდ გამოიყენებდნენ გველის, შხამიანი ცხოველებისა და ძაღლების ნაკბენების შემთხვევაში. ურჩევდნენ ნაკბენზე ხახვის, ვერცხლისწყლისა და მარლის ნაზავის დადებას.

  • კბილის ტკივილისას ხახვის წვენი წაისვით ღრძილებზე, სიმელოტის დაწყებისას კი -თავზე. წყლის გაუვნებლობისა და გემოს გასაუმჯობესებლად ავიცენა მასში ხახვის ნაფცქვენის ჩაყრას ურჩევდა.

  • მყესების დაჭიმვის დროს იზელენ შაქრის ფხვნილთან შეზელილ წვრილად დაჭრილ 1 - 2 თავ ხახვს, დაიფენენ სახსარზე მარლას, ზემოდან კი ამ ნაზავს დაიდებენ.

  • ცობილია ადენოიდების (გლანდები) სამკურნალო ხახვის წვენის რეცეპტიც. 10 გრ წვენს შეურევენ ქაცვის ზეთს (30 გრ), დაუმატებენ კაკაოს მცენარეულ ზეთს (15 გრ), თაფლს (10 გრ ), დინდგელს (5 გრ ). კარგად აურევენ, ემულსიის მიღებამდე. შემდეგ შიგ ბინტის ნაჭერს დაასველებენ და 20 წუთით ნესტოებში ჩაიდებენ.

  • ხახვის თავის წვენსა და თაფლის ნაზავს წყალმანკების დროს სვამენ - ორი თავი ხახვი ხორცსაკეპში გაატარეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, გააჩერეთ ერთი ღამე. დილას წვენი გამოწურეთ, სვით თითო სუფრის კოვზი დღეში 2 - 3- ჯერ, ჭამამდე.

  • ანგინის დროს ხახვის წვენს თითო სუფრის კოვზს დღეში 3 -4- ჯერ სვამენ. ხახვის წვენის ანთებ და ციებსაწინააღმდეგო მოქმედება მასში ალიცინის ეთერული სპირტის არსებობით აიხსნება.

  • ხახვის წვენის გამოყენება ექიმმა უნდა გირჩიოთ, თორემ არის დაავადებები, რომელთა დროსაც ხახვი და ხახვის წვენი უკუნაჩვენებია: ესენია - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ნაწლავების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის მწვავე დაავადებები. უეჭველია, რომ ხახვის წვენი ჯანმრთელობის გამაკაჟებელი ძლირი საშუალებაა. მისი სუნი ნივრის სუნივით მძაფრი არ არის, მაგრამ სამკურნალო მოქმედებით არაფრით ჩამოუვარდება.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის