რატომ არ უნდა გადავყაროთ ხახვის ფუჩეჩი?

რატომ არ უნდა გადავყაროთ ხახვის ფუჩეჩი?
fpaparazzi გთავაზობთ ხახვის ფუჩეჩის გამოყენების რამდენიმე მეთოდს და გირჩევთ, არასოდეს გადაყაროთ ის!

1. თმისთვის
იმისათვის, რომ გაიჯანსაღოთ თმა და გაიმაგროთ ძირები, გამოიყენეთ ხახვის ფუჩეჩის ნაყენი. ასეთი სავლების შემდეგ, თმა ბევრად ცოცხალი და ჯანსათი გახდება. გარდა ამისა, ხახვის ფუჩეჩის ნაყენს შეღებვის მსუბუქი ეფექტიც აქვს.

2. საკვები საღებავი
ხახვის ფუჩეჩი - ყველაზე უვნებელი და სასარგებლო საღებავია. მას იყენებენ, როგორც სააღდგომო კვერცხის შესაღებად, ასევე ბულიონისთვის ფერის მისაცემადაც.

3. თირკმლისა და შარდსაწვეთი სისტემის დაავადებების დროს
დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ხახვის ფუჩეჩს. გააჩერეთ რამდენიმე ხანი და მიიღეთ თითო ს/კ ნაყენი დღეში 3-4-ჯერ.

4. ბრონქიტის დროს
ძლიერი ხველის ან ბრონქიტის დროს მოხარშეთ ხახვის ფუჩეჩი და მიიღეთ ნაყენი ან გაიკეთეთ მისი კომპრესი დღეში რამდენიმეჯერ.

5. სტომატიტის დროს
თუკი ამ არასასიამოვნო პრობლემამ შეგაწუხათ, სცადეთ გამოივლოთ პირის ღრუში ხახვის ფუჩეჩის ნახარში.

6. სურდოს დროს
ინჰალაციის გაკეთებისას დაუმატეთ ადუღებულ წყალში ცოტაოდენი ხახვის ფუჩეჩი, ის არა მხოლოდ გაციებას უშველის, არამედ ალერგიულ შემოტევებსაც.

7. კანის დაავადებიბს დროს
შეურიეთ დაქუცმაცებულ ხახვის ფუჩეჩს ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი პროპორციებით: 2:3-ზე. მიღებული მალამო უებარია სოკოს, ჭრილობების, დერმატიტისა და მეჭეჭებისგან გასათავისუფლებლად.

8. შეშუპებებისა და ვარიკოზის დროს
შეურიეთ ცოტაოდენი დაფქული ხახვის ფუჩეჩი 2 ს/კ ზეითუნის ზეთს. გააჩერეთ 10 დღე, შემდეგ კი მიღებული მასით დაიმასაჟეთ ფეხები.

9. იმუნიტეტის ასამაღლებლად
ხახვის ნახარში საუკეთესოა იმუნიტეტის ასამაღლებლად და უამრავი დაავადების პროფილაქტიკისთვის.