როგორი სუპერძალით დაიბადეთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი სუპერძალით დაიბადეთ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ეს ჰოროსკოპი დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ სად მიმართოთ თქვენი მაგიური შესაძლებლობები და როგორ განავითაროთ (ან საერთოდაც არ განავითაროთ) ეს ნიჭი.

Fpaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: ზოდიაქოს ნიშნების სუპერძალები

ვერძი

ვერძი შეიძლება მივიჩნიოთ წყლის, ტანსაცმლის, პროდუქტების დადებით ენერგიით დამუხტვის ოსტატად. საერთოდაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ მატერიალურ სამყაროსთან. ნივთები მათ ბევრ რამეზე მოუთხრობენ. მაგალითად ფოტოს მიხედვით შეუძლია ბევრი რამ თქვას ადამიანზე. მას შეუძლია ყველაფრის მართვა, რასაც შეეხება.

კურო

კუროები ყველაფერში ჯადოქრები არიან, რაც შეეხება ფულს, კარიერასა და ბიზნესს.ეს ნიშანი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რომ აზრები მატერიალურია და სიტყვას ძალა აქვს. თუ სიბრაზის დროს რაიმეს იტყვის, აუცილებლად სწორედ ასე მოხდება.

ტყუპები
ტყუპებს კარგად გამოსდით სიყვარულზე მკითხაობა, განსაკუთრებით სათამაშო ბანქოზე. სიყვარული გახლავთ ძალა, რომელიც საშუალებას აძლევს ტყუპებს, სხვა ადამიანებზე ზემოქმედება იქონიოს. ამ ნიჭის შენარჩუნების ძირითადი პირობა: ტყუპები მარტო არ უნდა იყოს ცხოვრებაში, ამგვარად ის აზარტს კარგავს.

კირჩხიბი
ეზოთერიკის ყველა სახეობის ქმედებებიდან კირჩხიბი ყველაზე მეტად აღიარებს მკითხაობას. ძალას კი მას სხვა ადმიანებში რწმენა აძლევს. რაც უფრო მეტ ადამიანს არ სჯერა კირჩხიბის შესაძლებლობების, მითუფრო კარგავს ის მაგიურ ძალას. წინასწარმეტყველური ნიჭი - კირჩხიბის ინტუიციის წყალობაა. ის ნიჭიერი ფსიქოლოგია, აკვირდება ადამიანებს და გამოაქვს მრავალმნიშვნელოვანი დასკვნები.

ლომი
ლომებს ძალიან უყვართ, როცა აქებენ. მაგრამ თუ მაგიით დაკავება გადაწყვიტეს, უმჯობესია, ნუ მიაქცევენ ამას ყურადღებას, რადგან შექება მათ ადუნებთდა სიტუაციას ვერ აკონტროლებენ. ლომები წარმატებას აღწევენ სასიყვარულო მაგიაში, თილისმების დამზადებაში.

ქალწული
ქალწული ტაროს კარტების დედოფალია. ეს მისი სტიქიაა, სამეფო და მოწოდება. ქალწული ტაროს უთავსებს რუნებზე მკითხაობასაც. ქალწულის შესაძლებლობების არსი მდგომარეობს ყველა ინფორმაციის ერთ მთლიანობად შეკვრაში.

სასწორი
რაც შეეხება ბუნების სტიქიების მაგიას, სასწორს ეს შესანიშნავად გამოსდის. იცის, როგორ დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ატმოსფერული წნევის ცვალებადობა აწუხებს.და თუკი მკურნალობა მთვარის ციკლს დაემთხვევა, წარმატებული შედეგი კიდევ უფრო იზდება.

მორიელი
ყველაზე მისტიური ნიშანია. სწორედ მორიელებშია ყველაზე მეტი ძლიერი ჯადოქარი თუ წინასწარმეტყველი. თანაბრად ბრწყინვალედ განაგებს შესაძლებლობებს როგორც თეთრ, ასევე შავ მაგიაში.

მშვილდოსანი
ყველაზე სუსტი ნიშანია, როცა საქმე მაგიას ეხება. არ აქვს ამის ნიჭი და მეორეც - საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი. თუმცა, თუკი ამ ნიშნის წარმომადგენელი ჯადოქარი შეგხვდათ, დარწმუნებული იყავით, რომ უძლიერესია.

თხის რქა
თხის რქა ავლენს მაგიურ ნიჭს იმ სფეროში, სადაც საქმე მატერიალურ მხარეს და ზუსტ გამოთვლებს ეხება. ეს გახლავთ მაგიური სტიქია, რომელშიც თხის რქა თავს როგორც თევზი წყალში გრძნობს. ნუმეროლოგია თხის რქისთვის საიდუმლოებებს ხსნის, რადგან ის ზუსტ ფორმულირებებს დიდი ინტერესით ეპყრობა.

მერწყული
თუ მერწყულს მაგიური ნიჭი უვლინდება, ეს უფრო ბავშვობაში ხდება და მთელი ცხოვრება მოსდევს. ყველაზე კარგად მას გამოსდის მკითხაობა და წინასწარმეტყველება, რადგან მასზე ძლიერი ინტუიცია არცერთ სხვა ნიშანს არ აქვს.

თევზები

თევზები ყველაზე მისტიური ნიშანია, მისი უძლიერესი მხარე კი - სასიყვარულო მაგიაა, განსაკუთრებით სასიყვარულო ჯადოქრული სასმელების მომზადება. თუ გსურთ სახლი დაიცვათ უწმინდური ძალისგან, მოიძიეთ თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული მაგი. ამის შემდეგ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან მან თავისი საქმე მშვენივრად იცის.