ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით; ჰოროსკოპი მშობლებისთვის

ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით; ჰოროსკოპი მშობლებისთვის
საიდუმლო არაა, რომ ზრდასრული ადამიანი განსხვავდება იმისგან, თუ როგორი იყო ბავშვობაში. ცხოვრებისეული მოვლენები ანაბეჭდს ტოვებს, ყალიბდება ხასიათი... თუ ემზადებით დედობისთვის ან მამობისთვის, ეს ჰოროსკოპი ნამდვილად გამოგადგებათ. აი, როგორები იქნებიან თქვენი შვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ნამდვილად არ მოიწყენთ. თუ ადრე კარგი ძილი გიყვარდათ, შეგიძლიათ დაივიწყოთ. ბავშვი კაპრიზული არა, მაგრამ ძალიან ხმაურიანი იქნება, ამგვარად, შურსაც იძიებთ მომაბეზრებელ მეზობლებზე.

კურო

ფაქტობრივად იდეალური ბავშვია. კეთილი, წყნარი და დამჯერე. გარდა ამისა, გამტანი ხასიათი აქვს და პრობლემები არ შეგექმნებათ სწავლაში 9სიარული, საუბარი, წერა).

ტყუპები

ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ერთ ადგილზე ვერ დასვამთ. როგორც კი ერთ სფეროში წარმატებას მიაღწევენ, სხვაზე გადადიან და იცვლიან ინტერესთა სპექტრს.

კირჩხიბი

ნამდვილი მანიპულატორია! თავის მოკატუნების დიდი ოსტატი, დანაშაულში ვერაფრით ვერ გამოიჭერ!

ლომი

მისი დასჯა არ ღირს, რადგან დაიმახსოვრებს წყენას და კონტაქტი გაწყდება. ეცადეთ ძალიანაც არ გაანებივროთ, მაგრამ მკაცრებიც არ იყოთ.

ქალწული

თავისი მშობლების ანარეკლია. თუ გსურთ მის აღზრდაში წარმატებას მიაღწიოთ, უთხარით სიმართლე, თუ როგორები იყავით მის ასაკში, მაშინ ყველაფერში დაგიჯერებენ.

სასწორი


პატარა ესთეტები! ძალიან აკურატულები, ჭირვეულობენ მხოლოდ მაშინ, თუ რაიმეს დაისვრიან. საკმაოდ მომთხოვნები მშობლების მიმართ, მაგრამ გაახარებენ დადებითი შედეგებით ნებისმიერ საქმიანობაში, რასაც ხელს მოჰკიდებენ.

მორიელი

ამ ბავშვებთან ურთიერთობა რთულია. ძნელად აღსაღზრდელები არიან, თუ რაიმე არ უნდათ, ისტერიკას მართავენ. განსაკუთრებული მიდგომის პოვნაა საჭირო მათთან მიმართებაში.

მშვილდოსანი

ეს ბავშვები ვერ იტანენ მარტოობას, თუ დის ან ძმის ჩუქებას არ აპირებთ, ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მასთან ან ბევრი მეგობარი შესძინოთ.

თხის რქა

სერიოზული ბავშვები, უყვართ სათამაშოები, რომლებიც განვითარებას უწყობს ხელს. ეს ძალიან კარგია და სწორი აღზრდის შემთხვევაში, ნამდვილი მეცნიერები შეიძლება გაიზარდონ.

მერწყული

ეს ბავშვები მშვენიერების დიდი აღმქმელები არიან. მოსწონთ ყველაფრის იდეალურად კეთება და თუ ისე არ გამოსდით, როგორც უნდათ, ამ საქმეს თავს ანებებენ.

თევზები


იყავით მზად, რომ უამრავ არარეალურ და ფანტასტიკურისტორიას მოისმენთ. თუ რაიმეს დააშავებენ, დააბრალებენ გამოგონილ გმირებს, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ ერთ ოთახში. ნუ დაღონდებით ამის გამო, რადგან თქვენი შვილი ნიჭიერი და აზრიანია.