რამდენი ბავშვი გეყოლებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

რამდენი ბავშვი გეყოლებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ასტროლოგების მიხედვით ის თუ რამდენი ბავშვი გეყოლებათ თქვენს ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, თუ რამდენ ბავშვს უწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს.

1. ვერძი: მრავალშვილიანი დედა-მებრძოლი

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ქალ-ვერძს შეუძლია მინიმუმ 3 ან 4 ბავშვის დედა გახდეს. ჩვეულებრივ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს მამასთან ძლიერი კავშირი აქვს, ამიტომ ხშირად მიდრეკილია თავისი ბავშვების ცხოვრებაში მამის როლი შეასრულოს. ვერძი საკუთარ თავში დარწმუნებული მშობელია. მისი ბავშვებთან ურთიერთობა შეიძლება იყოს თბილი, მაგრამ როცა მდგომარეობიდან გამოდის, არავის მოსმენა სურს. 


2. კურო: ორი შვილის სერიოზული დედა

კუროს შეუძლია მცირე ასაკობრივი სხვაობით ორი შვილის დედა გახდეს. კურო ყოველთვის ცდილობს ოჯახს მხარი დაუჭიროს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი თავის ბავშვებს არ აკრიტიკებს და სჯერა რომ ისინი თავად მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს. გაზვიადების გარეშე კურო შეიძლება შეუდარებელ დედად და იდეალურ დიასახლისად მივიჩნიოთ. 


3. ტყუპები: ტყუპების არაპროგნოზირებადი დედა

მაღალი ალბათობა არსებობს, რომ ქალ-ტყუპს ტყუპი გაუჩნდება. ამ ნიშნის წარმომადგენელი, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარე და დაუცველი დედაა. ისინი თავის შვილებთან ძალიან მიჯაჭვულნი არიან და არ ეშინიათ იმის თქმის, რომ მათი დედა არც თუ ისე ძლიერია, როგორც შეიძლება მოეჩვენოთ. 


4. კირჩხიბი: ორი ბავშვის პასუხისმგებლიანი დედა

ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ, რომ ქალი-კირჩხიბი მცირე ასაკობრივი სხვაობით ორი შვილის დედა გახდება. კირჩხიბს ერთ-ერთ ყველაზე მზრუნველ დედად მიიჩნევენ, რომელსაც შვილების მიმართ უსაზღვრო სიყვარული აქვთ. ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია სხვა ადამიანებზე გავლენა მოახდინოს და მათ ყველა სახის მხარდაჭერა გაუწიოს. 


5. ლომი: 2-დან 4 ბავშვის დედა

ასტროლოგების თქმით, ლომი 2-დან 4 ბავშვის დედა შეიძლება გახდეს. ქალი-ლომი ძალიან გულკეთილი დედაა. ისინი თავიანთი ბავშვებით ამაყობენ და ოცნებობენ, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ. ლომს სურს, რომ ბავშვები პატიოსნები და კეთილსინდისიერი გაიზარდონ და მათ აღზრდის პერიოდში ამას ასწავლიან. 


6. ქალწული: 1 ბავშვის ორგანიზებული დედა

სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან განსხვავებით, ქალწული თავის დედობას ფრთხილად უდგება, ამიტომ მათ მხოლოდ ერთი ბავშვი ეყოლებათ. ამ ნიშნის წარმომადგენელს ბავშვების მიმართ ემოციების გამოხატვა უჭირს, თუმცა ძალიან პრაქტიკული, ჭკვიანი და ნამდვილად გამგებიანი დედაა.