როგორ მოვამზადოთ მცენარის ზრდის სტიმულატორი შინაურ პირობებში

როგორ მოვამზადოთ მცენარის ზრდის სტიმულატორი შინაურ პირობებში
მცენარის ზრდის სტიმულატორი ხსნარები, რომლებიც ხელს უწყობს ბოლქვებისა და კალმების ნიადაგში კარგად დამკვიდრებას, ნაადრევ ყვავილობასა და ბოლქვების გამრავლების კოეფიციენტის ამაღლებას, შეგიძლიათ დაამზადოთ შინაურ პირობებში თაფლისგან და ალოესგან:

ზრდის სტიმულატორი თაფლისგან:

გახსენით თაფლი თბილ წყალში (0,5 ჩ.კ. თაფლი 0,5 ლიტრ წყალში)ხსნარის გამოყენება შესაძლებელია მყისიერად, ბოლქვების ჩასალბობად დარგვამდე ბოლქვებს 10-12 საათით ალბობენ, კალმებს 4-6 საათით). გრუნტში დარგვამდე თაფლის ხსნარში დამუშავებული ბოლქვები და კალმები კარგად გაავლეთ წყლით.

ზრდის სტიმულატორი ალოესგან:


1 ს.კ. ალოეს წვენი გახსენით 1 ჭიქა ოდნავ თბილ წყალში, ჩაასხით ხსნარი ქილაში, მოხუფეთ და დადგით გრილ და ბნელ ადგილას 1 კვირით. შემდეგ დაუმატეთ 5 ლიტრი ადუღებული წყალი. ამ ხსნარში ჩაალბეთ ბოლქვები 10-12 საათით, კალმები კი 4-6 საათით. გრუნტში დარგვამდე ბოლქვები და კალმები წყალში შეგიძლიათ არ გაავლოთ.