ამ პროცედურების შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად დაიბრუნებს პირვანდელ იერსახეს.

ამ პროცედურების შემდეგ თქვენი კანი ნამდვილად დაიბრუნებს პირვანდელ იერსახეს.
ფერისმჭამელას მაგვარი გამონაყარი ვლინდება იმ ადამიანებში რომლებიც მუშაობენ მინერალურ ზეთებთან, ნავთობ - პროდუქტებთან და მსგავს სამუშაოებზე მომუშავეებში, ასეთი გამონაყარი ჩნდება კანის ღია ნაწილზე, ამ დროს ხდება ცხიმის ჯირკვლის დაცობა მტვრით, ფერისმჭამელა ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თუ ხდება ბრომის და იოდის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება - მედიკამენტოზური გამონაყარი.

ხალხური რეცეპტები:
  • აიღეთ 100 გრ წვრილად დაქუცმაცებული ალთეს ძირები 1 ჭ ცივ წყალზე დააყენეთ 8 სთ. გამოიყენება ფერისმჭამელას, კანის გამონაყარის, სებორეის დროს საფენის სახით ან გასაწმენდად.

  • კრაზანას ბალახის ნაყენი (40 გრ ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე, დააყენეთ 1 სთ ) გამოიყენება ფერისმჭამელას, სებორეის დროს საფენის სახით. ან კანის დასანამებლად.

  • აიღეთ 2 ს/კ გულყვითელას ყვავილი დაასხით 500 მლ სპირტი, 50 მლ წყალი, 30 მლ ოდეკოლონი, დააყენეთ 3 კვირა ბნელ ადგილას, შემდეგ წაისვით დაზიანებულ ადგილას 2 - ჯერ დღეში.

  • წითელი ფერისმჭამელას დროს დაზიანებულ კანს უხდება შემდეგი ნაკრები: 2ს/კ ოროვანდის ძირები (ფაფა), კოსმეტიკური გლიცერინი 1 ს/კ, 1 ც კვერცხის გული, კარგად აურიეთ ერთმანეთში. მალამო წაისვით სახეზე და გაიჩერეთ ღამის განმავლობაში. დილით ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით ან მჟავე წყლით. შემდეგ წაისვით რომელიმე ფერისმჭამელას საწინააღმდეგო კრემი. მკურნალობის პერიოდში დასალევად მიიღება: ბირკავა 100 გრ, კლდიურას ძირები 100 გრ, სამფერა ია 50 გრ. ამ ნაკრების 2 ს/კ დაასხით 500 მლ წყალი ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ 8 სთ, გაწურეთ, მიიღება 1 ს/კ 4 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ჩირქოვანი ფერისმჭამელას დროს როდინში დასრისეთ სურო ( ფათალო - ოთახის მცენარე) შეურიეთ 1 ს/კ დაფქვილი, სველი შვრიის ფქვილი ასეთი ფაფა კეთდება ნიღბის სახით 15 წთ. (გაწმენდილ კანზე ) ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი კეთდება 2 - ჯერ დღეში.

  • ფერისმჭამელაზე ყოველ საღამოს ისვამენ 20 % დინდგელის ნაყენს, დილით ნარჩენი ცხიმიანი კანის დროს მოიშორეთ ლოსიონით ან არყით. მკურნალობის კურსი არა ნაკლებ 30 პროცედურა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი