სწრაფი და მარტივი საშუალებები ფერისმჭამელების და აკნეს მოსაშორებლად
ფერისმჭამელა არის ცხიმოვანი ჯირკვლის ანთებითი დაზიანება. უხშირესად გვხვდება ჩვეულებრივი ფერისმჭამელა. ვითარდება მოზარდებში სებორეის ფონზე სახეზე, ზურგზე, ამ დროს ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება მომატებულია და სეკრეტის შემადგენლობაც შეცვლილია. ხალხურ მედიცინას არაერთი ეფექტური საშუალება გააჩნია ფერისმჭამელებისგან თავის დასაღწევად. აი, ისინიც:
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ფერსიმჭამელას მოსაშორებლად რეკომენდებულია დღეში 1 - ჯერ მალამოს წასმა, რომელიც მზადდება: 1 წილი ჟოლოს ფოთლების წვენი, 4 წილი ნაღები ან ვაზელინი. ასევე გამოიყენება მაყვლის, ხახამას, მიწამაყვალა, ლურჯი მოცვი, ტყის მარწყვი სახეზე წასასმელად გამოიყენება მათი წვეთი.
- შავი ანწლის ყვავილი ან ნაყოფი 1 ს/კ დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, კეთდება ცხელი საფენები სახის კანზე. ნაყენს ასევე სვამენ 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში, სისხლის გასაწმენდად.
- შოთხვის ფოთლების ნახარში გამოიყენება: საფენების, აბაზანის სახით, გასაწმენდად და დასაბანად.
- ფერისმჭამელით დაზიანებულ სახეზე კარგ ეფექტს იძლევა: ბრტყელეკალას წვენი ასევე მიიღება დასალევად 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
- ცხიმიანი კანის გაწმენდა რეკომენდებულია ნაკრებით: 1 ჩ/კ თაფლი 1 ჩ/კ გულყვითელას ნაყენი შეურიეთ 1 ჭ თბილ წყალში.
- ვირისტერფას დაქუცმაცებულ ახალ ან ხმელ ფოთლებს დაასხით მდუღარე, გამოიყენება ყინულის სახით, კანის მასაჟისთვის.
- აიღეთ 2 ს/კ აბზინდა, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი. გამოიყენება კომპრესის სახით. ბალახის ახალ წვენს უმატებენ ნიღაბში, გამოიყენება ცხიმიანი კანისთვის.
- ფერისმჭამელას და ჩირქოვანი გამონაყარის დროს კარგად მოქმედებს თეთრი ლილიის ყვავილის ფოთლები, ჩაყარე ბოთლში დაასხით არაყი 1:1 პროპორციით ( შეიძლება განზავებული სპირტიც) დააყენეთ 14 დღე, ნაყენით იწმენდენ სახეს ძილის წინ.
- ალოეს წვენი ჩააცხრობს გაღიზიანებას, ანთებას ცხიმიან კანზე ფერისმჭამელას შემთხვევაში. კარგად გარეცხილ ალოეს ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე წყალი, გააშრეთ და 10 დღე შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას. ამის შემდეგ დანაყეთ და გამოწურეთ. ახალგამოწურულ წვენს ისვამენ სახეზე 2 - 3- ჯერ დღეში.
- ფერისმჭამელას მოსაშორებლად კარგი ეფექტი აქვს ლუდის საფუარს. 2 ჩ/კ დილით ჭამამდე. მკურნალობის კურსი - 2 კვირა, თუ სიმსუქნისკენ არის მიდრეკილება არ არის რეკომენდებული საფუარის მიღება.