ეს 10 ნივთი უკვე დიდი ხანია, მოდიდან გავიდა! შეხედეთ № 6: ყველაზე უსიამოვნო სიურპრიზი...

მოდის სამყარო ცვალებადია, უნდა მოასწრო მისი თვალყურის დევნა. ზოგი ნივთი ტრენდში რამდნეიმე სეზონი რჩება, და ათწლეულების შემდეგ კვლავ ბრუნდება პოპულარობის პიკზე. და არის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ერთი სეზონი ბრწყინავს, ვერ უძლებს დროის გამოცდას და მივიწყებას მიეცემა.



ჩვენ მოგითხრობთ, თუ რა გავიდა მოდიდან სამუდამოდ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, ჩაატაროთ საგულდაგულო რევიზია გარდერობში და გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან.

კაფი



ერთ დროს, ეს მასიური საყურე აღფრთოვანებას იწვევდა. დღეს კი მისი ტარება მოვეტონად მიიჩნევა. უმჯობესია, ჩაანაცვლოთ ის კომპაქტური და მოდური „ლურსმნებით“.

სანდალი-გლადიატორები




მაღალი სანდლები უამრავი თასმით - უკვე წარსულშია. ლამაზი იმიჯის შესამნელად, ჩაიცვით მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი.

მოსახსნელი საყელო



მას ნებისმიერ სამოსს უხამებდნენ, ახლა უკვე არ ღირს ასე მოქცევა, ეს ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. გამოიყენეთ კოლიე ან ყელსაბამი აქსესუარის სახით.

ასიმეტრიული კაბები



ასეთი კაბები ორიგინალურად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს ტრენდი წარსულს ჩაბარდა. მოდაში კვლავ კლასიკაა. მიდი-სიგრძის კაბები - ოპტიმალური ვარიანტია.

პლისირებული გრძელი ქვედაბოლო



ის ჩვენამდე რეტროს ეპოქიდან მოვიდა და დიდხანს არ შეჩერდა. ახლა ასეთი ქვედაბოლო მიმზიდველად არ გამოიყურება.

ბანდაჟური კაბა



ასეთმა კაბებმა დატოვეს მოდის ინდუსტრია. ეს მოდელი ისედაც არ უხდებოდა ყველა ქალს, ხაზს უსვამდა სხეულის ნაკლს. დღეს მოდაში თავისუფალი სილუეტია, რომმელშიც ქალურად და სექსუალურად გამოიყურები.

ბასკა



ეს გახლავთ ტანსაცმლის დამატებითი ელემენტი, რომელიც მოკლე ქვედაბოლოს ჰგავს. მსგავსი რამის ტარება უკვე მიღებული არ არის.

ეკლები



მოდა ეკლებზე ვალენტინომ შემოიტანა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას დიდი დრო არ ეწერა. ეს ახლა უკვე ვულგარულად გამოიყურება.

გახეხილი ჯინსები



გახეხილი, დახეული, გარდამავალი ფერებით - ასეთი ჯინსები უკვე მაგარი არ არის. მათ ნაცვლად ერთი ფერის სქინი შემოვიდა მოდაში.

სნიკერსები




სნიკერსეი - კედები პლატფორმაზე - ერთ დროს ორიგინალურად გამოიყურებოდა, მაგრამ არაპრაქტიკული აღმოჩნდა. სპორტული ფეხსაცმელი კომფორტული უნდა იყოს, ელეგანტური ფეხსაცმელი კი მაღალქუსლიანი.