10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გავა: რითი ჩავანაცვლოთ

10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გავა: რითი ჩავანაცვლოთ
თანამედროვე მოდა ელვის სისწრაფით იცვლება. თუ ადრე ტრენდები რამდენიმე წლის განმავლობაში უცვლელი იყო, ახლა მხოლოდ რამდენიმე თვეს თუ ძლებს. ახალი წელი - შესანიშნავი დროა, მოვაწყოთ ”რევიზია” გარდერობში და გადავახალისოთ. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა გავა მოდიდან 2017 წელს და რითი უნდა ჩავანაცვლოთ.

1. ჩაანაცვლეთ დენიმი ხავერდით


10 რამ, რაც 2017 წელს მოდიდან გავა: რითი ჩავანაცვლოთ

ჯინსის ჟაკეტები, პერანგები და პიჯაკები რამდენიმე სეზონის განმავლობაში იყო მოდაში. 2017 წელს მათ ნაცვლად მოდის ხავერდი. ეს მეფური ქსოვილი ნებისმიერ ქალს ელეგანტურს გახდის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეუთავსოთ ტყავს, ტვიდს და ატლასს.

2. ჩაანაცვლეთ ბანდაჟური კაბები საცვლების სტილის კაბებით



მოტმასნილი ბანდაჟური კაბები წარსულს ჩაბარდა. მათ ნაცვლად მოდაშია საცვლების სტილის კაბები, რომლებიც ძალიან ქალურად და ნაზად და სექსუალურად გამოიყურება.

3. ჩაანაცვლეთ ”ბალეტის” ქვედაბოლოები კლასიკურით



ფანქარი-ქვედა ბოლოები ფაქტობრივად ყველას უხდება. ამიტომ, გთავაზობთ პლისირებული ქვედაბოლოები სწორედ ამ კლასიკური მოდელით ჩაანაცვლოთ.

4. ჩაანაცვლეთ სპორტული ფეხსაცმელი კლასიკური ფეხსაცმლით



ბოტასები და სნიკერსები პლატფორმაზე უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მოდაში. დღეს უკვე ეს მოდელი აქტუალური არ არის. კლასიკა კი მოდასა და ტენდენციებს არ ექვემდებარება და ყოველგვარ სტილს უხდება.

5. ჩაანაცვლეთ ”ოვერსაიზ” ლაბადა წელში გამოყვანილით



მომავალ წელს წელში გამოყვანილი ქალური ლაბადები კვლავ აქტუალურია. ”ოვერსაიზ” მოდელები კი შეინახეთ, არავინ იცის, როდის დაბრუნდება ეს ტრენდი.

6. უარი თქმით ერთი ფერის ჩანთისა და ფეხსაცმლის ტარებაზე



ერთი ფერის ჩანთა და ფეხსაცმლის ტარების ტრენდი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ახლა ექსპერიმენტების დროა. თამამად შეუხამეთ სრულიად მოულოდნელი ფერები.

7. ცაანაცვლეთ ჩოკერები მრავალფენოვანი სამკაულებით



2017 წელს ჩოკერებს მრავალფენოვანი სამკაულები ჩაანაცვლებს. სხვადასხვა სიგრძის კოლეები, მასიური ბიჟუტერია და სხვ. ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ერთად უნდა აისხათ. ზომიერების შემგრძნების დაკარგვა ნამდვილად არ ღირს.

8. ჩაანაცვლეთ ”ეკლები” ფაქტურული სამკაულებით



”ეკლები” დიდი ხნის განმავლობაში იყო მოდაში, მაგრამ მათ სანაცვლოდ ახალი სამკაულები მოდის. 2017 წელს უპირატესობა მიანიჭეთ სხვადასხვა ფაქტურებისა და მასალიგან დამზადებული სამკაულების მიქსს.

9. ჩაანაცვლეთ წვრილი კულულები მსუბუქი დალალებით



უკვე არ არის საჭირო, დიდ ხანს იწვალო ფენით ან თმის უთოთი და სათითაოდ დაიხვიო თმის პატარა ნაწილები. მოდაში ბუნებრივი დალალებია.

10. ჩაანაცვლეთ კონტურინგი სახის კანის ბუნებრივი ფერით



თუ დღემდე ვერ აითვისეთ კონტურინგის ”ხელოვნება”, უმჯობესია, საერთოდ დაივიწყოთ. მოდაში ბუნებრივობა ბრუნდება. რუჟის, ბრნზატორებისა და ჰაილაითერების ნაცვლად, გამოიყენეთ დღის კარგი ხარისხის საცხი და ბუნებრივი ელფერის პუდრი.