შეიტყვეთ, როგორი სამკაულები უნდა ატაროთ იდეალური იმიჯის შესაქმნელად! მოდა თავის წესებს კარნახობს!

შეიტყვეთ, როგორი სამკაულები უნდა ატაროთ იდეალური იმიჯის შესაქმნელად! მოდა თავის წესებს კარნახობს!
ბოლო წლებში ბიჟუტერია სულ უფრო პოპულარული ხდება, დიზაინერები კი შესანიშნავი ნაწარმით გვახარებენ. ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა იქნება მოდაში 2017 წელს!

2017 წლის მოდური სამკაული

ყელი

შეიტყვეთ, როგორი სამკაულები უნდა ატაროთ იდეალური იმიჯის შესაქმნელად! მოდა თავის წესებს კარნახობს!

ყელი სხეულის ძალიან სექსუალური ნაწილია, ამიტომაც, მასზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება სხვადასხვა კოლიეების მეშვეობით. თუ გასულ წელს ტყავისა და ხავერდის ჩოკერები იყო მოდაში, წელს უკვე ქალურობას უსვამენ ხაზს.

კოლიე მასიური და მრავალფენოვანი უნდა იყოს. შეიძლება იყოს ყელზე მიბჯენილი ან ჩამოშვებული - ზაფხულში ეს ძალიან ლამაზად გამოიყურება. გრძელი ძეწკვები დიდი კულონით - ესეც არ გაუშვათ მხედველობიდან.

ყურები


საყურეების მეშვეობით არამხოლოდ გაალამაზებთ იმიჯს, არამედ, გარეგნობასაც შეიცვლით. მაგალითად, მრგვალი სახისთვის ვიზუალურად ოვალური მოყვანილობის შესაძენად, გრძელი საყურეები უნდა ატაროთ. თვალების ფერის გამოსაკვეთად კი ატარეთ იმავე ფერის ქვის საყურეები. წელს პატარა საყურეები მოდაში აღარაა. აირჩიეთ 80-იანი წლების სტილის მასიური საყურეები და ბეჭდები.

კიდევ ერთი ვარიანტი - გრძელი საყურე ერთ ყურზე - რომანტიკული და თამამი.

თმა


Dolce & Gabbana-ს სტილის ქვებით მორთული აბადოკები ნებისმიერი ქალის იმიჯს ელეგანტურს და ქალურს გახდის. ასე თავს დედოფლად იგრძნობთ, ამასთან ძალიან მოდურად გამოიყურება. განსაკუთრებით შავ სამოსს უხდება: კაბებს, კოსტუმებსა და კომბინეზონებს.

ხელები



სამაჯურები მუდამ მომგებიანად უსვამენ ხაზს ქალის მაჯას. წელს შეგიძლიათ ატაროთ როგორც მასიური, ასევე წვრილი სამაჯურებიც. ან რამდენიმე ერთად.
თუ საათები გიყვართ, შეარჩიეთ ხარისხიანი, ეს სტატუსური ნივთი გახლავთ.

და რა თქმა უნდა, ნუ დაივიწყებთ თითებზე. მოდაში მასიური ბეჭდებია, პატარა თითზე კი წვრილი ბეჭედი შეგიძლიათ გაიკეთოთ.

ფეხები



დიახ, ფეხების სამკაული კვლავ მოდაში დაბრუნდა. და არამხოლოდ წვრილი სამაჯურებით, არამედ, ფეხსაცმელზე მასიური ქვებით. თბილ ქვეყნებში დასვენების დროს საუკეთესო ვარიანტია.

ტანსაცმელი



ლამაზი ბროში შარმს შესძენს ყველაზე ჩვეულებრივ როლინგსაც კი. ასეთი სამკაულით მუდამ ქალურად და ელეგანტურად გამოიყურები. საინტერესოდ გამოიყურება მასიური ბროში - კულონის იმიტაცია.