არომატული ღვეზელი ყაბაყითა და ფარშით- რეცეპტი, რომელიც აუცილებად უნდა შეინახოთ

ახალი ყაბაყი ძალიან გემრიელი და სასასრგებლო პროდუქტია. გთავაზობთ ძალიან გემრიელ რეცეპტს, რომელიც სწორედ ყაბაყისგან მზადდება. ამ ღვეზელით შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ როგორც ოჯახის წევრებს, ისე მეგობრებს.
საჭირო მასალა:
  • 1 კგ ყაბაყი
  • 300გ ფარში
  • 3-4 ცალი პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 100გ არაჟანი
  • 100გ ყველი
  • 2ს.კ ტომატის პასტა
  • მარილი, წიწაკა და პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ფარში შეწვით მცენარეულ ზეთში. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

  2. ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ფარშთან ერთად.

  3. დაუმატეთ ტაფაზე ტომატი, კარგად აურიეთ და მოთუშეთ მანამ, სანამ ფარში მზად არ იქნება. შემდეგ კი აცადეთ გაციება.

    არომატული ღვეზელი ყაბაყითა და ფარშით- რეცეპტი, რომელიც აუცილებად უნდა შეინახოთ

  4. ყაბაყი გათალეთ და მოაშორეთ თესლი. შემდეგ კი გახეხეთ. თუ ზედმეტ წვენს გაუშვებს, ხელით გაწურეთ. შემდეგ კი ერთი ნაწილი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე.



  5. შემდეგ ზემოდან მოათავსეთ ფარში და კვლავ გახეხილი ყაბაყის ფენით დაფარეთ. მოაყარეთ მარილი.



  6. პომიდორი დაჭერით რგოლებად და ღვეზელზე ზემოდან დააწყვეთ.



  7. კვერცხი ათქვიფეთ არაჟანთან ერთად და დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შემდეგ კი ზემოდან მოასხით ღვეზელს.



  8. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და აცხვეთ ღვეზელი 25- 30 წუთის განმავლობაში.



გემრიელად მიირთვით!шаблоны для dle 11.2

კომენტარები

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

OXO TV

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა

ჩვენი გვერდი: