აირჩიეთ ნახატი და გაიგეთ, რამდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ

აირჩიეთ ნახატი და გაიგეთ, რამდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ
თქვენს წინაშეა აკვარელით შესრულებული 5 ნახატი. შეხედეთ და დაფიქრდით, რომლით დაამშვენებდით თქვენს სამუშაო ადგილს. ახლა კი იხილეთ პასუხები.

1.
აირჩიეთ ნახატი და გაიგეთ, რამდენად ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ

2.


3.


4.


5.


თუ ნახატი #1 აირჩიეთ:

მიაქციეთ ყურადღება, თუ რა ფერებია ნახატში გამოყენებული: ცივი ლურჯი, რომელიც საკუთარ თავში გძირავს, ეზავება ვარდისფერსა და იასამნისფერს. ეს ნიშნავს, რომ საქმეს ცივი გონებით ეკიდებით, მაგრამ ენთუზიაზმს ხშირად რეალობისგან შორს მიჰყავხართ. მაგალითად, ერთ პროექტზე მუშაობისას, გადადიხართ სულ სხვაგან და გავიწყდებათ საკითხები, რომლებიც საჭიროა პირველი საქმის სარეალიზაციოდ. მაგრამ ეს მხოლოდ თქვენდასასიკეთოდ ხდება, რადგან საშუალება გეძლევათ, დაკავდეთ იმ საქმით, რომელიც მოგწონთ.

ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, მაგრამ კონცენტრაციის უნარი გაკლიათ. ეფექტური იქნება, თუ დაგეგმავთ ყველა საქმეს, გარდა ამისა, რეკომენდებულია დაკავდეთ მედიტაციით, რომელიც დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.

თუ ნახატი #2 აირჩიეთ:

სამსახური თქვენთვის ჩვეული, მაგრამ არა საყვარელი საქმიანობაა. ამასთან, მუდამ აკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენზეა დამოკიდებული. აფასებთ კოლექტივს და გყავთ კარგი მეგობრები სამსახურში. გიყვართ კორპორატიული წვეულებები, რომლის შემდეგაც უწინდებურზე უკეთ მუშაობთ.
ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგეტიკა სწრაფად იხარჯება. დროდადრო გჭირდებათ ძალების აღდგენა. თუ უძილობა გაწუხებთ ან ძალების გამოცლას გრძნობთ, დაგეხმარებათ დროული დასვენება და დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა.

თუ ნახატი #3 აირჩიეთ:

ერთდროულად ყველა საქმეს ეკიდებით, გუნდის აქტიური წევრი და ლიდერი ხართ. გეხერხებათ სწრაფად და ხარისხიანად მუშაობა, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. თქვენი შრომისმოყვარეობა ყველასთვის შესამჩნევია.

ვერ იტყვი, რომ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, მაგრამ ის მუდამ სტაბილურია, აქტიურად გადანაწილდება და პოულობთ მის აღსადგენად დროს. გიყვართ სწავლა და პროფესიონალად გრძნობთ თავს. ჰარმონიის შესანარჩუნებლად, აქტიურ დასვენებას საჭიროებთ.

თუ ნახატი #4 აირჩიეთ:

კარგი აზრის ხართ საკუთარ თავზე, თქვენი მიზნები მუდამ წინ გამოძრავებთ. მინუსებიდან - ხშირად ხუჭავთ თვალს სიმართლეზე. ცდილობთ თავი არიდოთ ან გადადოთ დეტალური სამუშაოები, რადგან ისინი დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს. არ აქცევთ დეტალებს ყურადღებას, თქვენთვის თავად იდეა უფრო მნიშვნელოვანია.

ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები აქტიურები არიან არასამუშაო გარემოში. თქვენი ენერგეტიკა ძალიან არასტაბილურია და ხშირად ხარჯავთ შინაგან ძალებს დაუფიქრებლად. სწორედ ამას უკავშირდება თქვენი პრობლემები.

თუ ნახატი #5 აირჩიეთ:

თქვენი ავტორიტეტი შეიძლება იყოს ღია და დახურულიც, მაგრამ თვალნათელია. ყველაფერი კი თავდაჯერებულობის წყალობით. შრომისმოყვარედ მიაჩნიხართ, თუმცა თავად ფიქრობთ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს; სამსახურში უნდა იმუშავო,ს ახლში - დაისვენო.
მყარად მიიწევთ თქვენი მიზნებისკენ და ასეა თუ ისეა აღწევთ მათ, რადგან საამისოდ პროფესიონალიზმი გყოფნით. ენერგეტიკას რაც შეეხება, იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც ნელ-ნელა აგრროვებს ძალებს და პროდუქტიულად ხარჯავს მათ. აღდგენაში დაგეხმარებათ ფიზიკური აქტივობა და იოგა.