საკუთარი თავის ამოსაცნობი ტესტი, 98,9-პროცენტიანი სიზუსტით
ყურადღებით შეხედეთ ნახატებს. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და წაიკითხეთ განმარტება.
პირველი ნახატი - თავის ქალით
მას, ძირითადად, ის ადამიანები ირჩევენ, ვინც დღევანდელი ცხოვრებით, არსებული ვითარებით უკმაყოფილოა და ყველანაირად ცდილობს, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს. ვინც ეს ნახატი აირჩია, ცნობისმოყვარე, თამამი და ყველაფრისადმი ინტერესით განმსჭვალული პიროვნებაა. ცვლილებებს მთელი გულით ელიან და სიახლეებს ღრუბელივით იწოვენ.
მეორე ნახატი - ცხენით
მას ნიჭიერი, მიზანსწრაფული და ჯიუტი ადამიანი აირჩევს. საქმის შუა გზაზე მიტოვება და ხელის ჩაქნევა, ”აქედან მაინც არაფერი გამოვა” - მათი სტილი არაა. ისინი საქმეს მშვიდად, მაგრამ დაკვირვებულად აკეთებენ. საბოლოო ჯამში კი, პროფესიონალებად ყალიბდებიან. მათთვის ცხოვრება მშვენიერია, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდება. არ უყვართ სიურპრიზები და მოულოდნელობები.
მესამე ნახატი - ქალით
შემოქმედი, კრეატიული და ორიგინალური ადამიანის არჩევანია. ისინი მუდამ არღვევენ სტერეოტიპებს და ყველაფერს თავისებურად აკეთებენ, თუმცა სწრაფად ეცვლებათ განწყობაც და ”აფეთქებებიც” ახასიათებთ. ისინი მშვენიერი ორატორები არიან და გარშემო მყოფებს დაუნანებლად უზიარებენ ორიგინალურ იდეებს.
მეოთხე ნახატი - გამადიდებელი მინით
ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერი ამინდის მიუხედავად, ეს ადამიანები წითელ-ყვითელ სამოსში არიან გამოწყობილები და გარშემო მყოფებს ენერგიულობითა და სიცოცხლის ხალისიანობით აოცებენ. ხშირად არიან ამბიციურები და გააზრებულად მოქმედებენ. მუდამ პირველობისთვის იბრძვიან და საკუთარი გზიდან ნებისმიერს ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ.
მეხუთე ნახატი - ხე რგოლში
ყველას დარდის გამზიარებლები და დამხმარეები არიან. ხშირად გადაედებათ ხოლმე გარშემო მყოფების ემოციები და მათსავით უხარიათ ან სტკივათ. ბედნიერები არიან, როცა თავადაც ყველაფერი წესრიგში აქვთ და მათ გარშემო მყოფებსაც. უხარიათ, თუ ვინმეს დახმარებას შეძლებენ. ყოველთვის ერიდებიან კონფლიქტს და 100 პროცენტითაც რომ იყვნენ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულები, უსიამოვნების შიშით მაინც არ ეცდებიან მის მტკიცებას.