ბედნიერების ტესტი
ეს ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თქვენი ფსიქო-ტიპი. აირჩიეთ 6-დან 1 ნახატი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ – თითოეული ნახატი თქვენს პიროვნებას დაახასიათებს.
თუ აირჩიეთ ნახატი
1. თქვენ ხელგაშლილი და მორალურად ძლიერი პიროვნება ხართ.
მთელი ცხოვრება იბრძვით, რომ უკეთესი გახდეთ. გაქვთ მაღალი ამბიციები და სტანდარტები. შესაძლოა, გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ თქვენთან რთულია ურთიერთობა, მაგრამ ყველაზე რთული თქვენთვის საკუთარ თავთან ურთიერთობაა. დაუღალავად მუშაობთ საკუთარ თავზე, მაგრამ ეგოისტი არ ხართ. მუშაობთ მხოლოდ იმიტომ, რომ გსურთ, უკეთესი გახადოთ სამყარო.
გიყვართ იქამდე, სანამ ტკივილს არ მოგაყენებენ. შემდეგ კი... მაინც გიყვართ, მაგრამ ამას აღარ აჩვენებთ. ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია შეაფასოს და დააფასოს შესაბამისად ის, რასაც თქვენ აკეთებთ.
2. საინტერესო და სამართლიანი
პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა გაქვთ და გამუდმებით ზრუნავთ სხვებზე. კეთილსინდისიერად ეკიდებით ყველა საქმეს და მარტივად იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. არაჩვეულებრივი ხასიათი გაქვთ. ადამიანებში ნდობას იწვევთ. კაშკაშა, მახვილგონიერი და ენამოსწრებული პიროვნება ხართ. ყოველთვის გაქვთ რაღაც საინტერესო ამბავი მოსაყოლად.
3. ჭკვიანი და იდუმალი
შესანიშნავი მოაზროვნე ხართ. თქვენი აზრები და იდეები – უმნიშვნელოვანესია. გიყვართ საკუთარი თეორიებისა და შეხედულებების მარტოობაში განხილვა. ინტროვერტი ბრძანდებით. მხოლოდ მათთან შეგიძლიათ ურთიერთობა, ვისაც ფიქრი და განსჯა შეუძლია. არასოდეს ხართ ზედაპირული. ბევრ დროს ხარჯავთ მორალზე ფიქრში. ცდილობთ აკეთოთ მხოლოდ ის, რაც მართებულია, მაშინაც კი, თუკი საზოგადოების დიდი ნაწილი არ გეთანხმებათ.
4. გამჭრიახი და ფილოსოფოსი
უნიკალური ადამიანი ხართ. თქვენ სიახლოვეს თქვენი ოდნავ მსგავსი ადამიანიც კი არ არსებობს. ინტუიციური ხართ და ცოტათი უცნაურიც. ხშირად არასწორად ესმით თქვენი და ეს ტკივილს გაყენებთ. თქვენთვის აუცილებელია პირადი სივრცის ქონა. გჭირდებათ თქვენი შემოქმედების განვითარება და გარშემომყოფთა მხრიდან დაფასება. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც გარკვევით არჩევს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ძალიან ემოციური პიროვნება ბრძანდებით.
5. საკუთარ თავში დარწმუნებული და დომინანტი
დამოუკიდებელი ადამიანი ხართ. თქვენი პრინციპია: "აკეთე თავად!" მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გაქვთ. იცით, როგორ დარჩეთ ძლიერი საკუთარი თავისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც უყვარხართ. ზუსტად იცით, რა გსურთ და არ გეშინიათ ცხოვრებისეული გამოწვევების. ერთადერთი, რაც ადამიანებისგან გჭირდებათ, არის ის, რომ გულწრფელები იყვნენ თქვენთან. თქვენ მზად ხართ მწარე სიმართლისთვისაც კი.
6. კეთილი და მგრძნობიარე
მარტივად ამყარებთ ურთიერთობას ადამიანებთან. გყავთ უამრავი მეგობარი და გსიამოვნებთ მათი ცხოვრების გალამაზება. საოცრად ნათელი და თბილი აურა გაქვთ. ადამიანები თქვენ გვერდით თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ. ყოველდღე ფიქრობთ, როგორ გახდეთ უკეთესი. გსურთ იყოთ საინტერესო, გამჭრიახი და უნიკალური. გესაჭიროებათ სიყვარული ისე, როგორც არავის და მათი სიყვარულიც შეგიძლიათ, ვისაც თავად არ უყვარხართ