მივაგენი ბრონქიტის სამკურნალო ძალიან ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას!

მივაგენი ბრონქიტის სამკურნალო ძალიან ეფექტურ ბუნებრივ საშუალებას!
წლების განავლობაში მტანჯავდა ბრონქიტი. მივაგენი მის სამკურნალო ძალიან ეფექტურ საშუალებას - დინდგელს ( მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ ). მე თავად ვამზადებ დინდგელის ნაყენს. მომზადების ორი მეთოდი ვიცი - რძით და სპირტით.
რძიანი ნაყენი ბავშვებისთვის და მოხუცებისთვისაა კარგი. როცა ბრონქების მკურნალობას ვიწყებ ხოლმე ამ წამლით, ნერვებიც მიწყნარდება, თავს კარგად ვგრძნობ. ახლახან წავიკითხე ერთ - ერთ წიგნში, რომ თურმე, დინდგელი ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. ასე რომ, ეს საშუალება ერთდროულად ორ პრობლემას მოაგვარებს.

რძიანი ნაყენის მომზადების რეცეპტი ასეთია:
1 ჩ/ჭ ადუღებული ნატურალური რძე თანდათანობით დაასხით დაქუცმაცებულ დინდგელს და თან 10 წუთი ხის კოვზით ურიეთ. შემდეგ რძე გაწურეთ ოთხფა დოლბანდში და ნაყენი ჩაასხით შუშის ქილაში. გაცივებისას რძის ზედაპირზე ცვილის ფენა წარმოიქმნება, რომელიც ფრთხილად უნდა მოაშოროთ. ნაყენი უნდა სვათ თითო ს/კ 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამიდან 1/2 - 1 საათის შემდეგ. შეინახეთ მაცივარში, მაგრამ ცივს ნუ დალევთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა, ზოგჯერ 2 კვირაც საკმარისია.

დინდგელიან რძეს ბავშვები კარგად სვამენ, ჩემთვის კი სპირტიან ნაყენს ვამზადებ. იგი უფრო მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ დიდხანს ინახება და თან შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, გაცივების, ანგინის და ანთების დროს ყელში ან პირში გამოსავლებად.

სპირტიანი ნაყენის მომზადება:
მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით 0,5 ლ სამედიცინო სპირტი, ჩაყარეთ 100 გრ დაქუცმაცებული დინდგელი და ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავი. დადგით 10 - 14 დღე ბნელ, თბილ ადგილას და დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, რათა დინდგელი კარგად გაიხსნას. ჭურჭლის ძირზე წარმოიქმნება ნალექი. ნაყენის გადაწურვა აუცილებელი არ არის.
ნაყენი შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. ძალიან კარგია მისი მიღება ანგინის დროსაც. საკმარისია დღეში 3 - 4 - ჯერ ჭამის შემდეგ დალიოთ 30 - 40 წვეთი, რომ საკმარისია დღეში 3 - 4 - ჯერ ჭამის შემდეგ დალიოთ 30 - 40 წვეთი, რომ უკეთესობა იგრძნოთ.

ექიმის კომენტარი:
დინდგელი ფუტკრის პროდუქტია. მის შესახებ ადრეც გვისაუბრია. ამიტომ ამჯერად მოკლედ გეტყვით, რომ მას უნიკალური ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული, ლორწოვანი გარსების აღმდგენი და სხვა მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი