პაროდონტოზის სამკურნალო არაჩვეულებრივი ხალხური რეცეპტი! ეს ნაყენი მართლაც უებარია!

პაროდონტოზის სამკურნალო არაჩვეულებრივი ხალხური რეცეპტი! ეს ნაყენი მართლაც უებარია!
მაწუხებდა პაროდონტოზი. ამ დაავადებისთვის უებარია დინდგელის ( პროპოლისის ) ნაყენი რომელსაც ახლა გაგიზიარებთ:

დაგვჭირდება:
  • 25 გრ დინდგელი
  • 150 გრ არაყი
  • 50 გრ კრაზანას დაფხვნილი ფოთოლი

მომზადების და გამოყენების წესი:
25 გრ დანამცეცებული დინდგელი ჩაყარეთ მუქი ფერის ბოთლში, დაასხით 150 გრ არაყი და კარგად შეანჯღრიეთ ( რათა მთლიანად გაიხსნას). შემდეგ ჩაუმატეთ 50 გრ კრაზანას გამხმარი დაფხვნილი ფოთოლი და დადგით 15 დღის განმავლობაში. პერიოდულად ბოთლი შეანჯღრიეთ. შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ და გამოივლეთ პირში დღეში 4 - 5 - ჯერ. სავლების მოსამზადებლად 30 წვეთი ნაყენი უნდა გახსნათ 0,5 ჭიქა წყალში.
მე ამ პროცედურას სამი თვის განმავლობაში ყოველდღე ვაკეთებდი. სატკივარი უკვალოდ გაქრა.
ვიცი, რომ ღრძილები ბევრს აწუხებს. ამიტომ, გთხოვთ, გამოაქვყნოთ ჩემი რჩევა.

ექიმის კომენტარი:
დინდგელი ფუტკრის პროდუქტია და ხასიათდება ძლიერი ანთებსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და რეგენერაციული თვისებებით. აპითერაპიაში იგი გამოიყენება ლორწოვანი გარსების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ, მაგრამ სავლები უნდა იყოს განზავებული წყლით ( დაუშვებელია სპირტიანი ნაყენის განუზავებლად გამოვლება, ეს ლორწოვანს კიდევ უფრო გააღიზიანებს).
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი