ამ დალოცვილმა საშუალებებმა გულის არეში ჩხვლეტითი ტკივილები მომიხსნა!

ამ დალოცვილმა საშუალებებმა გულის  არეში ჩხვლეტითი ტკივილები მომიხსნა!
დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა გულის არეში ჩხვლეტითი ტკლივილები, ხალხური რეცეპტების ერთგული მომხმარებელი ვარ და სწორედ აქ აღმოვაჩინე ეს სამკურნალო, დალოცვილი საშუალებები. მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

გულმა რომ არ შეგაწუხოთ:
  • გულის დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, სასურველია წელიწადიში 4 - ჯერ ოთხი დღის განმავლობაში, კუნელის ნაყენის მიღება. მიიღეთ 20 - 20 წვეთუ დღეში 3 - ჯერ, წყალში გახსნილი.

  • თუ გულის არეში ჩხვლეტითი ტკივილი გაწუხებთ:
    100 გრ ცერეცო და 100 გრ კამა მოხარშეთ ნახევარ ლიტრ წყალში. გაწურეთ და ნელთბილი მიიღეთ, დღეში სამჯერ.

  • გულმა თუ შეგაწუხათ, მოამზადეთ ნაყენი შემდეგნაირად:
    აიღეთ 25 ცალი ლიმონი, გარეცხეთ, გაწერით შუაზე და გამოწურეთ წვენი. ჩაასხით მინის ქილაში, დაუმატეთ ხორცსაკეპში გატარებული 400 გრ ნიორი. ქილას დაახურეთ სახურავი და დადგით სიბნელეში, 24 დღის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ძილის წინ, დააყოლეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი ან რძე.

  • დახუჭეთ თვალები და ერთი წუთი დააჭირეთ თითები თვალის კაკლებს - გული დაიწყებს ნორმალურად მუშაობას.

  • ჩამიჩიანი თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. რეკომენდებულია გულ - სისხლძარღვთა დაავადების დროს. შველის აგრეთვე ნევრასთენიას და ჰიპერტონიას.

სტატიის ავტორი: მერი კაიკაციშვილი
სტატიის წყარო:მკურნალობა ოჯახურ პირობებში და ექიმის რჩევები