ხალხური რეცეპტები, რომლებიც უდავოდ დაგეხმარებათ სტენოკარდიის სამკურნალოდ!
სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტს მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა ზოგიერთი ხელშემწყობი ფაქტორის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია და საგრძნობლად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს. ასეთ ფაქტორებია მოწევა, სმა, ჭარბი წონა. რისკის ზოგიერთი ფაქტორის: მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის აღმოსაფხვრელად კი მეტი ძალისხმევა და ხშირად მედიკამენტური ჩარევაც კია საჭირო. ერთი რისკფაქტორის არსებობა 2 - 3 - ჯერ ზრდის ინფარქტის განვითარების რისკს, ხოლო 2 - 3 რისკფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ალბათობა ათჯერ იზრდება.
გთავაზობთ სტენოკარდიის სამკურნალო ხალხურ საშუალებებს:
გთავაზობთ სტენოკარდიის სამკურნალო ხალხურ საშუალებებს:
- გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად გულის არეში ტკივილის აღმოცენებისთანავე რეკომენდებულია ერთი მომცრო კბილი გაფცქვნილი ნივრის გადაყლაპვა. ეს არის ერთჯერადი საშუალება, რომელიც ნიტროგლიცერინის უქონლობის შემთხვევაში გამოგადგებათ.
- ერთი თავი საშუაზლო ზომის ნიორი გაფცქვენით, დაასხით 2 ჭიქა მაგარი ქათმის ბულიონი, ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ დაამატეთ 2 კონა ოხრახუში და კიდევ 3 წუთი ადუღეთ. ბულიონი გაფილტრეთ, ნიორი და ოხრახუში გახეხეთ და აურიეთ გაფილტრულ ბულიონში. ეს ნაზავი გაყავით იმდენ ულუფებად, რამდენჯერაც იტრაპეზებთ. მიიღეთ ჭამამდე 30 - 40 წუთით ადრე.
- ერთმანეთში აურიეთ 5 თავი დასრესილი ნიორი, 10 ცალი გახეხილი ლიმონი და 1 ლიტრი თაფლი, გადაიღეთ ქილაში და 1 კვირა გააჩერეთ. მიიღეთ 4 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, ჭამამდე 20 - 30 წუთით ადრე, ნელა, თითოწუთიანი შუალედებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 1,5 - 2 თვეს.
- ერთმანეთში აურიეთ 200 მლ ზეითუნის ზეთი და ამდენივე ხორბლის არაყი. მიიღეთ 50 - 50 გრამი დღეში 3 - ჯერ 3 - კვირის განმავლობაში.
- ერთ კოვზ შაქრის ფხვნილს დააწვეთეთ 5 - 6 წვეთი სოჭის ზეთი. მიიღეთ დღეში ერთხელ.
- ტკივილი დროს გულის არეში შეიზილეთ 10 - 12 წვეთი სოჭის ზეთი.
- გულის არეში სიმძიმის დროს ყოველდღიურად მიიღეთ 3 - 4 სუფრის კოვზი გოგრის თესლი.
- აიღეთ 7 სუფრის კოვზი კუნელისა და ასკილის ნაყოფის ნარევი, დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, დადგით თბოიზოლირებულ სადგამზე, თბილად შეფუთეთ და ერთი დღე გააჩერეთ. მერე გაფილტრეთ, გამოწურეთ სითხით გაჟღენთილი კენკრა და ნაყენი მაცივარში შეინახეთ. სვით თითო ჭიქა ნაყენი დღეში ერთხელ, ჭამის დროს, ჩაის ნაცვლად, 2 - 3 კვირის განმავლობაში.