წინასწარმეტყველური სიზმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წინასწარმეტყველური სიზმრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქვეცნობიერის საიდუმლოებები სხვადასხვა გამოცანების გასაღები შეიძლება გახდეს. სიზმარში განსაკუთრებულ ნიშნებს ვხედავთ, რომლებიც გვაფრთხილებენ შესაძლო საშიშროებაზე და ბედნიერ მომენტებზე. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ზოდიაქოს ნიშნების სიზმრები განსხვავებულია, ამიტომაც სტიმულსაც და გაფრთხილებებსაც სხვადასხვას ვიღებთ. მათ დაახლოებითი სქემა შეადგინეს, რომლის მიხედვითაც მოვლენების გაშიფვრა არის შესაძლებელი.

ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად იმახსოვრებენ სიზმრებში მომხდარ მოვლენებს. როგორც წესი, კაშკაშა, დაუსრულებელ და ყველაზე საინტერესო ადგილას გაწყვეტილებს. ხშირად, ეს გრძნობებისა და აზრების ანარეკლია, რომლების განხორციელებაც ბოლომდე ვერ შეძლეს. მათ მდიდარი ფანრ\ტაზია გააჩნიათ და სიზმრების მიხედვით შეუძლიათ დაასრულონ რაიმე საქმე და პრობლემებიც კი გადაწყვიტონ. თუ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელს წარმატება ესიზმრება, ე.ი. რეალურ ცხოვრებაშიც არ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და იმოქმედოს.

კურო, ქალწული, თხის რქა

მიწის ნიშნების წარმომადგენლებს რეალისტური და კაშკაშა სიზმრები ესიზმრებათ. წინასწარმეტყველური სიზმრები მათ ხშირად აფრთხილებს შესაძლო ავადმყოფობაზე, ფინანსურ პრობლემებზე. მატერიალური და გამჭვირვალე სიზმრები ყოველდღიურ ყოფას ასახავს. ამ ნიშნებმა უნდა მიაქციონ ყურადღება სიზმარში წარმოთქმულ სიტყვებს. კეთილგანწყობა წარმატებას ნიშნავს, შფოთვა - პრობლემებზე მიუთითებს, სიბრაზე კი არასასურველი ადამიანების ნიშანია, რომლებთან ურთიერთობა სიხარულის მომტანი ნამდვილად არ იქნება.

მერწყული, სასწორი, ტყუპები

ჰაერის ნიშნები ხშირად გაურკვეველ სიზმრებს ხედავენ, ეს შეიძლება იყოს ლაბირინთი, რომელიც გაზაფხულის პეიზაჟებით იცვლება, მოგზაურობა და სახლები. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ მათი სიზმრები ხშირად წინასწარმეტყველური არ არის, მაგრამ შეიძლება რაღაც დეტალები იყოს, რომლებიც გარკვეულ მოვლენაზე მიგანიშნებთ.

თევზები, მორიელი, კირჩხიბი

წყლის ნიშნების სიზმრები ხშირად წინასწარმეტყველურია, ამიტომაც ყურადღება უნდა მიექციოს მათ გაშიფვრას. ეს შეიძლება იყოს აბსტრაქტული, მისტიკით აღსავსე, ჩახლართული სიზმრები. თუ თქვენს გარემოცვაში წყლის სტიქიის წარმომადგენელია, ყურადღება მიაქციეთ მის სიტყვებს. მათ ნაცნობი ადამიანები უჩვეულო გარემოში ესიზმრებათ, და ეს რეალურ ცხოვრებაშიც ჰპოვებს ანარეკლს.