რა არ უნდა უთხრათ არავითარ შემთხვევაში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს?

რა არ უნდა უთხრათ არავითარ შემთხვევაში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს?
კირჩხიბი

ნუ განიკითხავთ ამ ნიშნის წარმომადგენელს შეხვედრაზე დაგვიანების, ან ადრე მოსვლის გამო. როგორც წესი კირჩხიბები უპირატესობას დაგვიანებას ანიჭებენ.

მორიელი

ნუ ეტყვით ამ ნიშნის წარმომადგენელს, რომ იგი თავიდან ფეხებამდე ეგოისტია. თქვენ წარმოიდგინეთ ხშირ შემთხვევაში ეს წარმოდგენა მცდარია.

კურო

არც კი იფიქროთ, რომ გაუმასპინძლდეთ კუროს უგემური კერძით და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენს მიერ მომზადებული კერძი გამოიყურებოდეს ლამაზად. ამ ნიშნის წარმომადგენლები უმცირეს დეტალებსაც კი აქცევენ ყურადღებას.

მერწყული

არასდროთ უთხრათ უარო მერწყულს დახმარების შემოთავაზებაზე! ეს ადამიანები ძალიან ორგანიზებულები არიან და გულწრფელად სურთ თქვენი დახმარება, თუ ამას გთავაზობენ.

თხის რქა

არასდროს კითხოთ მათ, თუ რამდენს გამოიმუშავებენ და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ აარიდოთ თავი მათთან ფულზე საუბარს. თხის რქებს ძალიან არ უყვართ მსგავსი ინფორმაციის გაზიარება.

მშვილდოსანი

არ შეაცოდოთ თავი მშვილდოსანს და არ განიკითხოთ იგი! ამ ნიშნის წარმომადგენელს თავს მსგავსი მეთოდით ვერასდროს მოაწონებთ.

ვერძი

არ უთხრათ ამ ნიშნის წარმომადგენელს, რომ მოგვიანებით დაურეკავთ! ისინი ძალზედ მოუთმენლები არიან.

თევზები

ნუ იჭორავებთ ამ ადამიანზე და საერთოდ ნუ იჭორავებთ ამ ადამიანის თანდასწრებით. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დიდ პატივს სცემენ საკუთარ თავს და გარშემო მყოფ ადამიანებს.

სასწორი

არასდროს უთხრა ამ ნიშნის წარმომადგენელს, რომ ჩაუწიოს ხმას, როდესაც საყვარელ სიმღერას უსმენს!

ქალწული

თუ წერთ ამ ადამიანს რამეს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება გრამატიკას! ქალწულები ყოველთვის დაკვირვებით არჩევენ სიტყვებს წერის დროს და ხშირად იქცევიან ისე, თითქოს პედაგოგებად იყვნენ დაბადებულნი.

ტყუპები

არასდროს უთხრათ ამ ნიშნის წარმომადგენელს: ''გაჩუმდი!'' ან ''მოეშვი შეკითხვების დასმას''. ისინი ძალზედ ცნობისმოყვარეები არიან.

ლომი

არასდროს დააყენოთ ეჭვქვეშ მათი გულწრფელობა, სანდომიანობა და ერთგულება!
სტატიის ავტორი: ბაჩო სამხარაძე