რა სახის ჰოროსკოპს კითხულობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები?

რა სახის ჰოროსკოპს კითხულობენ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები?
ვერძი - ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად ეძებენ უხამს ჰოროსკოპს. რისთვის? სამომავლოდ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევის დროს ამ თემაზე რომ იხუმრონ და ბევრი იცინონ. ყველაზე მეტად კი მათ ის ფაქტი აბედნიერებთ, როდესაც თავად ვერძებს ნაკლებად ლანძღავენ მსგავს ჰოროსკოპში, ხოლო სხვა ნიშნებს...

კურო - ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი ეჭვის თვალით უყურებენ ზოგადად ჰოროსკოპს და დიდად არ სჯერათ მისი ჭეშმარიტების, შესაბამისად არ აძლევენ მას საკუთარ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის უფლებას. მიუხედავად კუროს უარყოფითი დამოკიდებულებისა ჰოროსკოპის მიმართ, იგი მაინც კითხულობს ფინანსებთან და ფულთან დაკავშირებულ ჰოროსკოპს... ისე, ყოველი შემთხვევისთვის...

ტყუპები - ამ ნიშნის წარმომადგენლები მომენტალურად იტაცებენ ყველა სახის ჰოროსკოპს, თუმცა წაკითხვიდან ზუსტად ერთი წუთის გასვლის შემდეგ ყველაფერი ავიწყდებათ... სწორედ ამის გამო ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდად არ სჯერათ ზოდიაქოსი...

კირჩხიბი - იმ შემთხვევაში, თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი წაიკითხავს რაიმე ცუდს საკუთარ თავზე, მას გული აუცრუვდება ამსოლიტურად ყველა სახის ზოდიაქოზე. სწორედ ამიტომ კირჩხიბები ანიჭებენ ისეთი ჰოროკოპების კითხვას, რომელიც დაკავშირებულია შინაურ ცხოველებთან, მოგზაურობასთან, გართობასთან და ა.შ.

ლომი - ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოსწონთ მხოლოდ ისეთი ზოდიაქოები სადაც მათ აქებენ და ათითებენ. თუ თქვენ თქვენი მეგობარი ლომისისთვის ხმამაღლა კითხულობთ ამა, თუ იმ ზოდიაქოს, გამოტოვეთ ის ადგილები, სადაც მათ ამცირებენ და მის ბედნიერებას საზღვარი არ ექნება...

ქალწული - ამ ნიშნის წარმომადგენლებს საერთოდ არ სჯერათ ზოდიაქოსი, თუმცა მედიცინასთან დაკავშირებულ ჰოროსკოპს მაინც კითხულობენ... თუ ქალწული წაიკითხავს რაიმე სასარგებლო რჩევას, მაშინ აუცილებლად გამოიყენებს მას ცხოვრებაში, ხოლო, თუ რაიმე არ მოეწონება, მაშინ დიდი ყურადღების გარეშე, უბრალოდ მოისვრის ჰოროსკოპს და გააგრძელებს სხვა საქმიანობას.

სასწორი - ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზოგადად იტაცებთ სასიყვარულო და რომანტიკული ჰოროსკოპები, თუმცა ყველაზე დიდ უპირატესობას ისინი მაინც ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობის ჰოროსკოპს ანიჭებენ. მათი წაკითხვის შემდეგ სასწორები იმდენად იბნევიან, რომ უკვე აღარ იციან, თუ რომელიც პარტნიორი აირჩნიონ...

მშვილდოსანი - ყველაზე ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენლები კითხულობენ სექსუალურ და ეროტიკულ ჰოროსკოპებს, თანაც დიდი ყურადღებით... მშვილდოსნები თითოეულ მნიშვნელოვან დეტალს კარგად იმახსოვრებენ და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ საკუთარ პარტნიორებთან ერთად.

თხის რქა - ამ ნიშნის წარმომადგენლები ჰოროსკოპს კითხულობენ მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ წაკითხული განიკითხონ, მოძებნონ ისეთი ფაქტები, რომელიც საერთოდ არ ემთხვევა რეალობას და უბრალოდ ხალხს დაუმტკიცონ, რომ ყოველივე ეს დიდი სისულელეა და რომ ცხოვრებაში უნდა იხელმძღვანელო არა ჰოროსკოპით, არამედ ჭკუითა და გონებით...

მერწყული - ამ ნიშნის წარმომადგენლები დროგამოშვებით კითხულობენ სხვადასხვა სახის ჰოროსკოპს და საინტერესო ფაქტებს ყურადღებით იმახსოვრებენ. მერწყულებს განსაკუთრებით უყვართ იუმორისტული ჰოროსკოპების კითხვა და შემდეგ აქ მიღებულ ცოდნას ყველაზე არასაჭირო, უხერხულ მომენტში იყენებენ...

თევზები - ამ ნიშნის წარმომადგენლებს სჯერათ აბსოლიტურად ყველაფრის დაწყებული მომავლის განმსაზღვრელი ნიშნებიდან დამთავრებული ჰოროსკოპით... ისინი იმდენად ფანატურად ეპყრობიან თითოეულ წაკითხულ დეტალსა და ნიუანს, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ და იყენებენ. მათთვის წაკითხული ყველა სახის ჰოროსკოპი 100% შეესაბამება რეალობას.