2 სუპერ რეცეპტი სქელი, ბზინვარე და ჯანმრთელი თმისთვის!

2 სუპერ რეცეპტი სქელი, ბზინვარე და ჯანმრთელი თმისთვის!
სქელი, ბრწყინავი თმა ნამდვილი ჯილდოა ქალისათვის. მაგრამ რა ვუყოთ რომ ბუნება ყველას არ აჯილდოვებს ამ სამკაულით. ჩვენი ვალია მოვუაროთ და მზრუნველობა არ მოვაკლოთ თმას, რათა შევუნარჩუნოთ მას ჯანმრთელობა და უფრო მეტი მიმზიდველობა მივანიჭოთ.

გთავაზობთ თმის მოვლის 2 სასწაულებრივ საშუალებას:
  • აიღეთ 2 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 წვნიანი ალოეს ტოტიდან გამოწურული წვენი. შეურიეთ ისინი ერთმანეთს, მიღებული მასა დაიდეთ თმაზე და შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ თავზე ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი, შეიხვიეთ თავსაფრით, გაიჩერეთ 30 წუთს. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე. დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ წყლისა და ძმრის ნარევი ( 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ლ წყალზე ), ან სამკურნალო მცენარეთა ნაყენი. მაგალითად, გვირილის ნახარში კარგია ღია ფერის თმაზე გადასავლებად. მუქი შეფერილობის თმისთვის უმჯობესია ჭინჭარი, არყის ხის ფოთლები, ფარსმანდუკი, ლობიოს ჩენჩო. ცხიმიან თმაზე შეგიძლიათ გადაივლოთ: მინდვრის შვიტის, გულყვითელას, მუხის ქერქის, სალბის ნახარში.

  • თუ გინდათ, რომ თქვენი თმა ფუმფულა და ელასტიკური გახდეს, აიღეთ 2 წვნიანი ალოეს ტოტი, დაჭერით წვრილად, დაასხით 2 ჭიქა ნელთბილი წყალი, კარგად გათქვიფეთ მიქსერით, გაწურეთ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე ვარცლში. მიღებული ნაზავი ივლეთ თმაზე 3 – 5 წუთის განმავლობაში, თან თმის ძირების ენერგიული მასაჟი გაიკეთეთ.

სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი