ნიღბები მოდუნებული და ნაოჭებიანი ყელისთვის. ყველაფერი იღონეთ ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ!

ნიღბები მოდუნებული და ნაოჭებიანი ყელისთვის. ყველაფერი  იღონეთ ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ!
ქალის ასაკს ყველაზე მეტად ყელი ამხელს. უკვე გაჩენილ ნაოჭებს ძნელად ეშველება. ამიტომ წინასწარ ყველაფერი იღონეთ ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ.
ღამით თავს მაღალ ბალიშზე ნუ დადებთ. ამით თავიდან აიცილებთ ნაადრევ ნაოჭებს ყელზე. დღეში 5 წუთი თავზე დადეთ სქელი წიგნი და ისე იარეთ. ამით თავიდან აიცილებთ ღაბაბს, მიეჩვევით ლამაზ სიარულს.
ნუ გაიფუჭებთ ხასიათს იმის გამო, რომ ყელზე კანი ოდნავ მოშვებული გაქვთ, ეს შეგიძლიათ გამოასწოროთ.

2 - 3- ჯერ კვირაში კანში შეიზილეთ მცენარეული ზეთი ან კოსმეტიკური რძე. პირის დაბანის შემდეგ ყელზე დაიტყაპუნეთ სპეციალურ ხსნარში დასველებული ტამპონი.

ხსნარი:
1 ჭიქა წყალში გახსენით 1 ს/კ მარილი, დაამატეთ 1 ს/კ არაყი და ლიმონის წვენი. შემდეგ შეისხით გრილი წყალი, ყელზე წაისვით მალამო ან მცენარეული ზეთი. 10 - 15 წთ - ის შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ დარჩენილი კრემი ან ზეთი.

ნაოჭებიანი ან გამხდარი ყელის მასაჟისათვის კარგია 1 კვერცხის გულის, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთის და 1 ჩაის კოვზი ვიტამინიზირებული კრემის ნარევი. შეიზილეთ ისე, რომ კანი ხელის მოძრაობით გახურდეს. ამით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მაღლდება კუნთების ტონუსი.

მოდუნებული და მომჭკნარი ყელისათვის რეკომენდებულია შემდეგი ნიღაბი:
1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი და ნახევარი ლიმონის წვენი. ნარევი წაისვით ყელზე და გაიჩერეთ 15 - 20 წუთს. ჩამოიბანეთ, წაისვით მკვებავი კრემი, 10 წუთის შემდეგ მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი