რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ თქვენი ღვიძლი დაავადებულია

ღვიძლის ჯანმრთელობაზე უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს: მემკვიდრეობა, მავნე ჩვევები, მაგრამ ყველაზე მეტად ღვიძლი არასწორი კვების გამო ზიანდება. სწორედ ამიტომ ჩვენი რედაქცია გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ორგანიზმის მთავარი ფილტრის ჯანმრთელობას.

ღვიძლს უამრავი ფუნქცია გააჩნია, ეს ორგანო პასუხისმგებელია სისხლის შედედებაზე, ცილების გამომუშავებაზე, რომელიც თავის მხრივ ორგანიზმს ინფექციებისგან იცავს. ღვიძლი არეგულირებს ჰორმონების ბალანსს, ასევე გამოდევნის ნაღველს, რომელიც წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისგან.


ღვიძლის დაბინძურების ნიშნევბი

ღვიძლის ჯანმრთელობაზე იქამდე უნდა ვიზრუნოთ, სანამ მისი ტოქსიკური დატვირთვის მკვეთრი სიმპტომები გაჩნდება: სიმძიმე მარჯვენა ნეკნებში, მწარე გემო პირში და სისხლის ანალიზების არასანუგეშო შედეგები. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც ღვიძლის პრობლემების საწყის ეტაპზე ვლინდება.

შეამოწმეთ ღვიძლი თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ:
  • ხშირი თავის ტკივილები, კონცენტრაციისა და მეხსიეების გაუარესება
  • ქრონიკული დაღლილობა
  • ოფლიანობა
  • კუნთების ტკივილი
  • დარჩვევა საჭმლის მომნელებელ სისტემაში
  • უმიზეზო შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა
  • უსიამოვნო სუნი პირიდან
  • ჭარბი წონა



ამ სიმპტომების შერწყმა - მიზეზია, მიაქციოთ ყურადღება თქვენს რაციონს. ეცადეთ მიირთვათ ნატურალური პროდუქტები კონსერვანტების, საღებავებისა და გემოს გამაძლიერებლების გარეშე. შეამცირეთ ცხოველური ცხიმებისა და შებოლილი პროდუქტების მიღება, ჩაანაცვლეთ ისინი ზეითუნის ზეთით, ავოკადოს ნაყოფით, თხილით.


ჯანსაღი კვება - ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სუპერმარკეტში ნახევარფაბრიკატების ნაცვლად, ეწვიეთ ბაზარს, ან შეარჩიეთ ნატურალური პროდუქტების მუდმივი მომწოდებელი კერძო საწარმოებიდან.