შოკოლადისა და ყავის ხრაშუნა ორცხობილები

fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს უგემრიელესი ორცხობილები და დაპატიჟოთ ჩაიზე მეგობრები და ოჯახის წევრები. არ ინანებთ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • კაკაო ½ ჭიქა
  • ხსნადი ყავა 2 ს/კ
  • დარბილებული კარაქი 200 გ
  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • მარილი ¼ ჩ/კ


მომზადების წესი:

1. ერთმანეთში შეურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო, ყავა და მარილი. კარგად აურიაეთ.
2. ცომი გაანაწილეთ ორ პერგამენტის ქაღალდს შორის და გააბრტყელეთ (ოღონდ არა ძალიან თხლად).
3. ასევე მოათავსეთ ცომი მაცივარში ნახევარი საათით.
4. შემდეგ გამოიღეთ და ამოჭერით ჭიქით ორცხობილის ფორმები (ნახევარმთვარეები).
5. მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
6. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა