ჩემი დაქალი 64 წლისაა, თუმცა მისი ყველას შურს. სრულყოფილი კანი რამდენიმე კვირაში!

ჩემი დაქალი 64 წლისაა, თუმცა მისი ყველას შურს. სრულყოფილი კანი რამდენიმე კვირაში!
ეს ღირებული რეცეპტი, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც სახამებელი წარმოადგენს, ერთმა ქალბატონმა შემომთავაზა, რომელიც უკვე 64 წლისაა, თუმცა ის 30 წლის გოგონასავით გამოიყურება. როდესაც მისი რეალური ასაკი შევიტყვე, სიმართლე გითხრათ, გაოცებას ვერ ვმალავდი. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ეს სასწაულმოქმედი ნიღაბი საკუთარ თავზე გამომეცადა. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო შედეგები თვალსაჩინო იყო!



სახის ნიღაბი სახამებლისგან

ინგრედიენტები:
  • 1 ს.კ სახამებელი;
  • 1 ჩ.კ მარილი;
  • 1 ჩ.კ თაფლი;
  • მცირეოდენი თბილი რძე.

მომზადება და გამოყენება:

  1. მოათავსეთ მოცემული რაოდენობით სახამებელი, მარილი და თაფლი პატარა ზომის ჭურჭელში. დაასხით ნარევს იმ რაოდენობით რძე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა.

    ჩემი დაქალი 64 წლისაა, თუმცა მისი ყველას შურს. სრულყოფილი კანი რამდენიმე კვირაში!

  2. მიღებული საშუალება წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. მოიშორეთ ნიღაბი ბამბის დისკის გამოყენებით და შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს მარტივი პროცედურა კვირაჟი 2-ჯერ ან 3-ჯერ.

სახამებლისა და ვარდკაჭაჭას ნიღაბი

სახამებლის ნიღაბი ჭიმავს კანს, ატონიზირებს მას, ააქტიურებს შინაგან პროცესებს და ა.შ. თითოეულ ამ რეცეპტში შემავალი დამატებითი ინგრედიენტები მხოლოდ აძლიერებს სახამებლის ქმედებას.

ინგრედიენტები:

  • 4 ს.კ სახამებელი;
  • 4 ს.კ არაჟანი;
  • 3 ს.კ ვარდკაჭაჭას ფხვნილი.

მომზადება და გამოყენება:

  1. თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა ზომის ჭურჭელში და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

  2. მიღებული პასტისებრი მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს მარტივი პროცედურა კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ.

სახამებლისა და კვერცხის ცილის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ სახამებელი;
  • მცირეოდენი ანადუღარი წყალი;
  • 1 კვერცხის ცილა;
  • 0,5 ჩ.კ ლიმონის წვენი.

მომზადება და გამოყენება:

  1. სახამებელს დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა.

  2. მიღებულ მასაში ჩაამატეთ 1 კვერცხის ცილა და 0,5 ჩ.კ ლიმონის წვენი. კარგად გადაურიეთ.



  3. მომზადებული ნიღაბი წაისვით კარგად გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 40 წუთით.

  4. მოიშორეთ ნიღაბი თბილ წყალში ჩალბობილი ბამბის დისკით.



ზემოთ მოცემული სამი რეცეპტიდან ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეუდექით პროცედურებს დღეიდანვე. როგორც უკვე გითხარით, სახამებლის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაახალგაზრდავებლად, ყველაზე ღრმა ნაოჭების გასაგლუვებლად, კანის გადასაჭიმად და ა.შ. ამ სამი გასაოცარი რეცეპტის დახმარებით თქვენი კანი ხანმოკლე დროში სრულყოფილი იქნება!