სილამაზის ჩინური ნიღაბი თაფლის, სახამებლისა და მარილისგან
სილამაზის ჩინური ნიღაბი კვებავს, კანის ფერს ათანაბრებს და პიგმენტური ლაქების წარმოშობას უშლის ხელს.
ინგრედიენტები:
გამოყენების წესი
უკეთესი შედეგისთვის რეკომენდირებულია ნიღბის ყოველ მეორე დღეს გაკეთება, 20 დღის განმავლობაში.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. თაფლი (სასურველია თხელი)
- 1 ჩ.კ. სახამებელი
- 1 ჩ.კ. მარილი
გამოყენების წესი
- თაფლი და სახამებელი შეურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე. დაამატეთ ზღვის მარილი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი მარილით ჩაანაცვლოთ). მოურიეთ კარგად.
- თუ კანი მმგრძნობიარე ან მშრალია, ნიღაბში დაამატეთ 1 ჩ.კ. რძე.
- ნიღაბი მზადაა. ახლა შეგიძლიათ წაისვათ სახეზე რამდენიმე ფენად, სანამ მომზადებული მასა არ დამთავრდება.
- გაიჩერეთ ნიღაბი 25 წუთით. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
- თუ უსიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლებათ, მაგალითად წვა - უმჯობესია, მაშინვე ჩამოიბანოთ.
უკეთესი შედეგისთვის რეკომენდირებულია ნიღბის ყოველ მეორე დღეს გაკეთება, 20 დღის განმავლობაში.