მრგვალი დედამიწა - მითია! 8 ფაქტი კოსმოსზე, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ!

მრგვალი დედამიწა - მითია! 8 ფაქტი კოსმოსზე, რომელზეც წარმოდგენაც კი არ გქონდათ!
იყო დრო, როცა კოსმოსის ათვისება განვითარებული ქვეყნების პრიორიტეტს წარმოადგენდა. ხალხს დღემდე ახსოვს იური გაგარინი, ადამიანი, რომელმაც კოსმოსში გაფრინდა. ეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ იყო. ახლა კი თითქოს კოსმოსისადმი ინტერესი თანდათანობით მცირდება.

ინტერესთან ერთად იშლება რეალური ფაქტებიც კოსმოსზე და მითების ელფერს იძენს და ამით უამრავი ადამიანი შეცდომაში შეჰყავთ. ხშირად გვიწევს კამათი ადამიანებთან, რომლებმაც ”ყველაფერი იციან” კოსმოსზე ფილმებიდან. განვიხილოთ რამდენიმე მითი, რომელსაც რეალობად აღიქვამენ.

1. მერკური - მზის სისტემის ყველაზე ცხელი პლანეტა



ეს მტკიცება ეფუძნება იმას, რომ მერკური ყველაზე ახლოს იმყოფება მზესთან. საუბარია ზედაპირის საშუალო ტემპერატურაზე და აღმოჩნდა, რომ ეს პლანეტა არც თუ ისე ცხელია. დიახ, მერკური ”დღის” განმავლობაში 420 გრადუსამდე ცხელდება, მაგრამ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ არის. ვენერა - აი, სად ცხელა ნამდვილად: ამ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა 460 გრადუსია.

2. მთვარე და მისი მუქი მხარე



ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს გახლავთ დედამიწის თანამგზავრის მხარე, სადაც სინათლე ვერ ხვდება. თუმცა, ეს ასე არ არის - მზე მთვარეს ყველა მხრიდან ”ათბობს”, ისევე როგორც დედამიწას. ამ მხარეს მუქად ვხედავთ განსაკუთრებული ბრუნვის გამო. საკმარისია მოხვდე ორბიტაზე ამის გამოსასწორებლად.

3. დედამიწა მრგვალია



სკოლის სახელმძღვანელოებში გვასწავლიდნენ, რომ დედამიწას ელიფსის ფორმა აქვს. ეს გახლავთ მხოლოდ ნაწილი სიმართლისა, იმიტომ, რომ ჩვენი პლანეტის ზედაპირი მუდმივად იცვლება ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად, ამიტომ, უფრო კარტოფილს ან მსხალს ჰგავს.

4. მზე ყვითელია



ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, სხვადასხვა ელფერის მზე ვიხილოთ დღის სხვადასხვა მონაკვეთში. სინამდვილეში, მზე თეთრია, დედამიწის ატმოსფეროს გადალახვა დანაკარგის გარეშე კი მხოლოდ წითელ და ყვითელ გრძელ ტალღებს შეუძლია, მოკლე ტალღები კი იფანტება. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ვხედავთ დღისით ლურჯ ცას.

5. ადამიანი ღია კოსმოსში უსკაფანდროდ აფეთქდება



მსგავსი სცენები ჰოლივუდურ ფილმებში გვინახავს, მაგრამ სინამდვილეშიც ასეა? მთავარი გზავნილი ნათელია - სიკვდილი ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია, თუმცა, ეს მომენტალურად არ მოხდება. ადამიანი დაახლოებით 90 წამის განმავლობაში გაძლებს. მაგრამ ეს იქნება მტანჯველი 90 წამი. გვერწმუნეთ...

6. მზე კოცონივით იწვის



უამრავს მზეზე არასწორი წარმოდგენა აქვს, მიიჩნევს, რომ მზე კოცონივით იწვის. თუმცა, ეს არ გახლავთ რეაქცია მჟავიანობაზე. რეალურად, მზე გახლავთ უზარმაზარი ზომის აირის ბურთი, რომელიც გამოსცემს სითბოსა და სინათლის ენერგიას ბირთვული სინთეზის წყალობით, რომელიც მისი წიაღიდან მოდის.

7. დედამიწა და ვენერა ერთმანეთს ჰგავს



ვენერას ხშირად უწოდებენ ჩვენს ტყუპისცალს. მართლაც, დედამიწისა და ვენერის გაბარიტებს შეიძლება მსგავსი უწოდო, ზომა და მასაც შეესაბამება. თუმცა, ამით მსგავსება მთავრდება. როგორც პირველი პუნქტიდან იცით, ვენერა ძალიან ცხელია: ამ პლანეტის ატმოსფერო 97%-ით ნახშირმჟავის აირისგან შედგება, წნევა კი 92-ჯერ მაღალია, ვიდრე დედამიწაზე.

8. ზაფხულში დედამიწა მზესთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ზამთარში




სინამდვილეში, დედამიწა მზესთან სწორედ რომ ზამთარშია უფრო ახლოს. მაგრამ ის, რომ ზამთარს ზაფხული ცვლის, დამოკიდებული არ არის დედამიწის ორბიტის ტრაექტორიაზე, არამედ დედამიწის დახრაზე მზის მიმართ, უფრო სწორედ, თავისი ორბიტის სიბრტყეზე. ზაფხულში პლანეტა მზისკენ მიმართულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ზედაპირი უფრო ძლიერ ცხელდება, ზამთარში კი - პირიქით.