ასტროლოგებმა სამი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი გამოავლინეს

ასტროლოგებმა სამი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანი გამოავლინეს
თუ ასტროლოგიით ხართ გატაცებული, ალბათ, დაგაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი მიიჩნევა ყველაზე ჭკვიანად. ასტროლოგების თქმით, ასეთი სამი ნიშანია, იმავეს ამტკიცებს სტატისტიკური კვლევები. მოდით, გავიგოთ, თუ ვინ არის ყველაზე ჭკვიანი!

1 ადგილი - ტყუპები

საპატიო პირველ ადგილს ტყუპები იკავებენ. მათ მერკური მფარველობს - ინტელექტის პლანეტა. სწორედ მისი წყალობით გააჩნიათ ტყუპებს მახვილი გონება, ამჩნევენ უწვრილეს დეტალებს და მუდმივად ცოდნისკენ მიღწვიან. ადვილად ითვისებენ მასალას და მის ტრასფორმაციას ახდენენ საავტორო საინფორმაციო კონსტრუქციაში. ასევე, აქვთ შესანიშნავი მეხსიერება და გონების მათემატიკური წყობა.

2 ადგილი - ქალწული

ქალწულის, ისევე როგორც ტყუპების მფარველი, გახლავთ მერკური. მისი ძლიერი მხარეებია - განვითარებული ინტელექტი, ანალიტიკური უნარი და ნიუანსების მიმართ ყურადღების გამახვილება. პრაქტიკულობის წყალობით, ქალწულის შეცდომაში შეყვანა რთულია. ხშირად იტაცებთ მეცნიერება და კვლევები, ასევე, მათგან შესანიშნავი ექიმები დგება.

3 ადგილი - მერწყული
მერწყულს პლანეტა ურანი მფარველობს. ის ბავშვობიდანვე ავლენს გამჭრიახ გონებას. გარშემომყოფები მერწყულებს უჩვეულო ბავშვებად აღიქვამენ, ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებენ, მუდმივად ჩხირკედელაობენ და რაიმეს იგონებენ. კარგად ერკვევიან ელექტრონიკაში, თვალს ადევნებენ სიახლეებს და ყველაფერი ულტრათანამედროვე უყვართ. მერწყულებს მოსწონთ ექსპერიმენტების ტარება - სამეცნიერო, ფსიქოლოგიური და სოციალური.