ცისტიტის სამკურნალოდ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ხალხური რჩევები

ცისტიტის სამკურნალოდ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ხალხური რჩევები
როგორ წესი მას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, თუმცა საბოლოო მკურნალობა მყარ შედეგს არ იძლევა.
სრული გამოკვლევისთვის უნდა ჩავაბაროთ სისხლის და შარდის საერთო ანალიზი ბაქტერიოლოგიურ დათესვაზე.
აუცილებელია მეტი ბოსტნეული და გამხმარი ხილი. დღე - ღამეში 2 ლიტრამდე წყლის დალევა.

ცისტიტის სამკურნალოდ:
  1. მიიღეთ ალუბლის ტოტების ნახარში.
  2. 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ ჭიქა თბილ წყალს და მიიღეთ დილით უზმოზე, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე.
    ცისტიტის დროს გამორიცხეთ ცხიმიანი და შემწვარი კერძები, შებოლილი პროდუქტი, დაწნილებული კიტრი. შარდის ბუშტის გაღიზიანებისა და ხშირი შარდვის შემთხვევებში უნდა დალიოთ სიმინდის ულვაშის ან ალუბლის ტოტების ცხელი ნაყენი. რამდენიმე დღის განმავლობაში.

შარდის შეკავების შემთხვევაში ეფექტურია რძეში მოხარშული შავი ბოლოკი - რამოდენიმეჯერ მიღებისას იგი შარდს აუცილებლად გაუხსნის გზას.
ქრონიკული ცისტიტის დროს რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეები, რომლებიც შარდმდენი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდებიან, სახელდობრ მოცვი, პიტნა, თეთრი არყის ხის, შავი მოცხარის ფოთლები.

ღამით შარდის შეუკავებლობისას ტაფაზე მოხალეთ ხორბლის მარცვალი და ჭამეთ იგი მზესუმზირის ნაცვლად. ხორბალი ამაგრებს შარდის ბუშტს.
ცისტიტის მკურნალობის დროს ავადმყოფი არ უნდა გაეკაროს სიგარეტს, ალკოჰოლს და მარილიან საკვებს, უნდა მიეძალოს რძის და მცენარეულ პროდუქტებს. დღეში უნდა მიიღოს არანაკლები 2 ლიტრა უგაზო მინერალური წყალი, ნატურალური წვენები და მცენარეულობათა ნახარში.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია