წაისვი თხევადი ტუჩსაცხი პროფესიონალურად

წაისვი თხევადი ტუჩსაცხი პროფესიონალურად
თხევადი ტუჩსაცხის წასმის ხერხებზე არაერთი რჩევა შეგხვდებათ ინტერნეტსივრცეში, თუმცა ბლოგერ ნიკია ჯოის მიერ შემოთავაზებული ტექნიკა სიმარტივით და არაჩვეულებრივი შედეგით გამოირჩევა.

არ დაგავიწყდეთ ტუჩებიდან მკვდარი ქსოვილის მოშორება, ამის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

რა დაგჭირდებათ:


  • ნებისმიერი თქვენთვის სასურველი თხევადი ტუჩსაცხი
  • ტუჩის კონტურის ფუნჯი
  • ტუჩის კუთხოვანი ფუნჯი
  • ე.წ. „ქონსილერი“, ანუ ნაკლის შემნიღბავი კრემი



  1. კარგად გაისუფთავეთ ტუჩები

    წაისვი თხევადი ტუჩსაცხი პროფესიონალურად
    მაკიაჟის ნებისმიერი ელემენტის დადებისას მთავარი პირობა სუფთა ბაზაა, ანუ ის ზონა, სადაც მაკიაჟს იდებთ, ამიტომ კარგად გაისუფთავეთ ტუჩები.

  2. გამოიყენეთ ტუჩის კონტურის ფუნჯი


    შეიძლება კარგად იყენებდეთ უბრალო აპლიკატორსაც, თუმცა თუ აპლიკატორით სათანადოდ ვერ ინაწილებთ ტუჩსაცხს, მაშინ ეს ფუნჯი ძალიან გამოგადგებათ. ტუჩსაცხის მცირე რაოდენობა ხელის ზურგზე დაიწვეთეთ და ფუნჯი ჩააწეთ.


  3. გამოკვეთეთ ქვედა ტუჩი


    მცირეოდენი ტუჩსაცხით დასველებული ფუნჯის საშუალებით მიჰყევით ქვედა ტუჩის კონტურს. ფრთხილად იყავით, რომ არ გადასცდეთ კონტურს, რადგან ტუჩის ვიზუალურად გადიდება შემდგომი ნაბიჯია.

  4. გამოკვეთეთ ზედა ტუჩი (ე.წ. კუპიდონის რკალი)


    იმავე პრინციპით მოხაზეთ ზედა ტუჩზე ორივე რკალი. ნუ იჩქარებთ ტუჩების ფერით დაფარვას.

  5. შეერთება


    ამის შემდეგ დაიწყეთ რკალების შეერთება ტუჩის კუთხეებთან მოკლე ხაზებად, დაიწყეთ ტუჩის გარე კუთხიდან, როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები.

  6. შეავსეთ ფერით


    როდესაც სასურველი ფორმა მზად იქნება, ფუნჯის საშუალებით შეავსეთ ტუჩის დანარჩენი ზონა ტუჩსაცხით. თუ მკვეთრი ფერის მიღება გსურთ, ამის შემდეგ აპლიკატორითაც გადაისვით ერთი ფენა, ოღონდ ფრთხილად იყავით, არ გასცდეთ კონტურს.

  7. გამოკვეთეთ და გაასუფთავეთ კიდეები


    ქონსილერისა და კუთხოვანი ფუნჯის საშუალებით შეეცადეთ კიდეების კორექტირებას. თუმცა მანამდე დარწმუნდით, რომ ტუჩსაცხი საკმარისად გაშრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონსილერს შეერევა და შარავანდედივით შემოევლება ტუჩს გარშემო.

    აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულყოფილი შედეგი