რბილი, ვარდისფერი ტუჩები ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით!

რბილი, ვარდისფერი ტუჩები ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით!
გაინტერესებთ, შეიძლება თუ არა ტუჩსაცხის გარეშე გვქონდეს ლამაზი, რბილი და ვარდისფერი ტუჩები? წარმოდგიდგენთ ძალიან სასარგებლო რეცეპტს, რომელიც თქვენს ტუჩებს არაჩვეულებრივად დაატენიანებს და ლამაზ შეფერილობასაც შესძენს.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • ჭარხალი
  • ქოქოსის ზეთი

ინსტრუქცია:

ჭარხალი გათალეთ და დააბლენდერეთ, სანამ საგრძნობი რაოდენობით წვენს არ გამოყოფს. წვენი გადაწურეთ, გადაიტანეთ სუფთა კონტეინერში და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი.
კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ, როგორც ტუჩის ბალზამი. გარდა იმისა, რომ ტუჩების სიმშრალეს მოგიხსნით, მაშინვე არაჩვეულებრივ ფერს მიანიჭებს.