სახეზე შავი წერტილების მოშორების ეფექტური საშუალებები

სახეზე შავი წერტილების  მოშორების ეფექტური  საშუალებები
შავი წერტილები ჩნდება ცხიმის დამჟავების შედეგად, რომელიც ავსებს სახის კანის ფორებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა ამწვავებს პრობლემას, რითაც აჩქარებს შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს.
სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის ნესტოებთან და ნიკაპთან შავი წერტილები თუ გაგიჩნდათ, ყოველ დღე დაიბანეთ სახე თქვენ მიერ დამზადებული საპნით. ეს საპონი შემდეგნაირად მზადდება:

  • ჩვეულებრივი ტუალეტის საპონი გაყავით ორად, ერთი ნაწილი დახეხეთ ბოსტნეულის სახეხით. ჩაყარეთ 2/3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში და კარგად ათქვიფეთ სპეციალურ სათქვეფელით, თან ჩაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი და თითო ჩაის კოვზი გლიცერინი, ნუშის ან აბუსალათინის ზეთი განაგრძეთ თქვეფა კიდევ 15-20 წუთი. გადაისვით მთელ სახეზე ეს საპონი, განსაკუთრებით სქლად დაიდევით იმ ადგილებზე, სადაც შავი წერტილები გაქვთ. გააჩერეთ 4-5 წუთი. შემდეგ მოიბანეთ ცივ წყალში დასველებული ბამბით.

  • არის კიდევ მეორე საშუალება. რომელიც კვირაში ერთხელ უნდა იხმაროთ.
    სახეზე წაისვით რომელიმე ცხიმოვანი მკვებავი მალამო. 10-15 წუთის შემდეგ ამოწმინდეთ ეს ადგილები სველი ბამბით, რომელიც ამოვლებული იქნება წმინდად დანაყილ სუფრის მარილში ან ბორაკის ( ბურა ) ფხვნილში. 2-3 წუთის შემდეგ მოიბანეთ სახე. შეიმშრალეთ.

  • შემდეგ გადაისვით სითხე რომელიც თვითონ მოამზადეთ შემდეგნაირად :
    აიღეთ ერთი წილი ლიმონის წვენი, ერთი წილი სუფთა გლიცერინი და სამი წილი წყალი. მარილის ან ბორაკის ფხვნილით ამოწმენდის წინ ცხიმოვანი მალამოწასმული სახე რამდენიმე წუთით გააჩერეთ ორთქლზე, მდუღარე ქვაბის ან ჩაიდნის თავზე.