მოიშორეთ შავი წერტილები 10 წუთში

მოიშორეთ შავი წერტილები 10 წუთში
შავი წერტილები კანის ფორებში დაგროვილი ჭუჭყისგან წარმოიქმნება. ფორებში ყვითელი ჩირქი გროვდება, ზედაპირზე კი მისი თავი შავად მოჩანს. მნიშვნელოვანია, რომ შავი წერტილები ძირფესვიანად ამოვიღოთ, სხვა შემთხვევაში ჭუჭყი ისევ დააცობს ფორებს და იმავე ადგილას ახალი შავი წერტილი გაჩნდება.

სახეზე შედარებით პატარა და არც ისე ღრმა წერტილები ჩნდება, ამიტომ შესაძლებელია მათი მოშორება შინ დამზადებული საშუალებებით.

შინაურ პირობებში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაგჭირდებათ კბილის პასტა და მარილი. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი კბილის პასტა და შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 2 წუთით. შემდეგ წაისვით ნარევი შავი წერტილებით დაფარულ ზონაზე. გაიჩერეთ 5 წუთით, შემდეგ კი 5 წუთის განმავლობაში სკრაბივით, ნაზად შეიზილეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შავი წერტილები უკვალოდ გაქრება.