ლიმფური ჯირკვლების მკურნალობა სასარგებლო რჩევებით

ლიმფური ჯირკვლების  მკურნალობა სასარგებლო რჩევებით
ლიმფადენიტი ( ჯირკვლების შეშუპება ) - ლიმფური კვანძების ანთებაა ( უფრო ხშირად კისრის, იღლიის, საზარდულის, ყბისქვეშა ), რომელსაც ხალხში ჯირკვლების შეშუპებას უწოდებენ. ლიმფური კვანძები, რომლებიც განლაგებულნი არიან ლიმფური სისხლძარღვების მიმართულებით, ასრულებენ ბარიერის ფუნქციას: აკავებენ მავნე ნივთიერებებსა და დაავადების გამომწვევ მიკრობებს.

ლიმფადენიტის წარმოქმნა მიგვანიშნებს ინფექციის გავრცელებაზე რომელიმე ჩირქოვანი კერიდან, რაც ნიშნავს სახიფათო გართულების შესაძლებლობას. ამიტომ ლიმფადენიტის პირველსავე ნიშნებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ლიმფური ჯირკვლების მკურნალობა ხალხური საშუალებებით

ბაღის პიტნა. სველსაფენები დასრესილი ბაღის პიტნისაგან გვეხმარება რევმატიზმის დროს, ლიმფური " ჯირკვლების " ანთებისას.

ვარდკაჭაჭა. აიღეთ 20 გრ 200 მლ მდუღარე წყალზე. გამოიყენეთ წყლულებისა და ძველი ჭრილობების მოსაბანად, კომპრესებისათვის ეგზემისა და " ჯირკვლების " შეშუპების დროს, მუცლის ტკივილისას, რომელიც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან.

რჩევა

წაუსვით შალის ნაჭერს უბრალო საპონი და დაიდეთ შეშუპებულ "ჯირკვლებზე " , ზემოდან შეიხვიეთ რაიმე თბილი სახვევით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური