ცხელი შოკოლადი მწარე წიწაკით

ცხელი შოკოლადი მწარე წიწაკით
fpaparazzi-ი ცხელი შოკოლადის მოყვარულებს, სრულიად განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ
საჭირო მასალა:
  • 70-90%-იანი შოკოლადი- 150გ
  • რძე- 500მლ
  • დარიჩინი- 1ჩ.კ
  • მწარე წიწაკა- 0,5 ჩ.კ
  • სახამებელი- 1ჩ.კ
  • ვანილის შაქარი- 1ჩ.კ

მომზადების წესი:
1. შოკოლადი დაადნეთ
2. რძე დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ დარიჩინი და ვანილის შაქარი
3. შემდეგ დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და არ გადმოდგათ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
4. შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და კვლავ მოურიეთ
5. ცხელი შოკოლადი გაანაწილეთ ჭიქებში და თავზე მოაყარეთ ჩილი და ცოტა დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით