შოკოლადი მწვანე ჩაით
FPAPARAZZI-ის გემრიელი რეცეპტი ტკბილეულის მოყვარულებს
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
ღრმა თასში მოათავსეთ ნაღები, შაქარი და ½ ჩ.კ მწვანე ჩაი, ნაზად ათქვიფეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 100 გ შოკოლადი. მანამ ურიეთმ, სანამ შოკოლადი არ გადნება. მიღებული მასა შედგით მაცივარში. არ გაყინოთ. მასა დაახლოებით პლასტელინის კონსისტენციის რომ გახდება, გააკეთეთ მისგან ბურთულები და 1 საათით მოათავსეთ საყინულეში.
დარჩენილი შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და კოვზით ფრთხილად ჩადეთ გაყინული ბურთულები, შემდეგ ამოიღეთ და დააწყვეთ ლამბაქზე ან პერგამენტის ქაღალდზე. ცოტა რომ შეშრება, ამოავლეთ მწვანე ჩაიში.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 1/3 ს.კ ცხიმიანი ნაღები
- 8-9 ს.კ შაქარი
- 2 ჩ.კ მწვანე ჩაი
- 150 გ შავი შოკოლადი (კაკაო 70 %)