უნივერსალური საშუალებები ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად!

უნივერსალური საშუალებები ტანსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად!
ლაქები მუდმივად ქმნის პრობლემებს რეცხვის დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი რეცხვამდე ამოყვანა. გთავაზობთ ლაქების ამოყვანის სხვადასხვა მეთოდს.



  • ცხიმოვანი ლაქების ამოსაყვანად უნივერსალური საშუალებაა ბენზინში აზელილი მაგნეზიის ფხვნილი. ეს ფაფა უნდა დავადოთ დალაქავებულ ადგილას ზემოდან, ხოლო ქვემოდან ამოვუდოთ სითხეშემსრუტავი ქაღალდი. ასე დავტოვოთ რამდენიმე საათი, შემდეგ გავფერთხოთ; გამშრალი მაგნეზია კარგად მოიწმინდება, რასაც გაყვება ლაქის ნაშთიც.

  • შეიძლება აგრეთვე ვიხმაროთ ბენზინში დასველებული საშრობი ქაღალდი. ერთი ასეთი ქაღალდი ქვეშ ამოვიდოთ დალაქავებულ ადგილას, მეორე ზემოდან დააფაროთ დავადოთ ცხელი უთო. ბენზინის ორთქლის აფეთქება რომ არ მოხდეს, დაუშვებელია ღია ცეცხლის აფეთქება არა მარტო უთოში, არამედ საერთოდ იმ ოთახში, სადაც ეს ოპერაცია წარმოებს. როცა ქაღალდი ერთ ადგილას ამოშრება, გავწიოთ მეორე ადგილას და ტანსაცმელზე ცხომოვანი ლაქა გაქრება.

  • ხშირად კოსტუმის ან პალტოს ხავერდის საყელოზე ჩნდება ცხიმოვანი ლაქები, რაც კარგად იწმინდება ხახვის წვენით. ხახვის დიდი ძირი გავჭრათ ორად და მაგრად გავუსვათ დალაქავებულ ადგილებზე. შემდეგ დავაფინოთ საშრობი ქაღალდი და ზედ რამდენჯერმე გავუსვათ ცხელი უთო, ამის შემდეგ დავკიდოთ ნიავზე, რომ ხახვის სუნი გაქრეს.

  • ცხიმოვანი ლაქები აბრეშუმის ან სხვა ნაზი ქსოვილის ტანსაცმლიდან უნდა ამოვიყვანოთ ზემოთ აღნიშნული წესით გაცხელებულ სპირტში დასველებული ბამბით, გაჭუჭყიანებული ბამბა ხშირად უნდა ვცვალოთ.

  • ზეთოვანი საღებავების ცხიმოვანი ლაქები შალის ქსოვილებზე იწმინდება სუფთა ბელეკონოთ ან სპირტით, ტილოს ტანსაცმელზე კი - ბენზინით და სოდანარევი საპნიანი წყლით. ამავე ლაქებისაგან აბრეშუმის ქსოვილები იწმინდება თანაბარი რაოდენების ბენზინით და ეთერით.

  • თაფლის სანთლის ან პარაფინის წვეთებით დალაქავებული ტანსაცმელი უნდა გავწმინდოთ შემდეგნაირად: ლაქებიანი ადგილები მოვათავსოთ საწერი ქაღალდის ფურცლებს შორის და ზემოდან რამდენიმეჯერ გავუსთვათ ცხელი უთო.

  • ასეთივე ლაქები ხავერდის ტანსაცმლიდან ამოიწმინდება 96 % სპირტში დასველებული ღრუბლით.

  • დალაქავებული კოსტუმის საყელო უნდა გავწმინდოთ შემდეგნაირა: დალაქავებულ ადგილას წავუსვათ მდუღარეში გამდნარი ჟელატინი და ასე დავტოვოთ რამდენიმე საათის განმავლობაში; შემდეგ იმავე ადგილას დავადოთ ცხელი საფნის ფაფა და კიდევ გავაჩეროთ რამდენიმე საათი , ბოლოს ორივე ფენა ამოვრეცხოთ ჯერ სპირტში, ხოლო შემდეგ თბილ წყალში დასველებული რბილი ჯაგრისით.

  • ოფლისაგან დალაქავებული ტანსაცმელი ჯერ ამოვრეცხოთ საპნით და თბილი წყლით, შემდეგ ბენზინით ან ნიშდურის სპირტით.


სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი