ეს საუკეთესო ეკოლოგიური საშუალებაა ტანსაცმლიდან რთული ლაქების ამოსაყვანად.
დიასახლისებმა ძალიან კარგად იციან, თუ რამდენად დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული ტანსაცმლიდან წვენის, წითელი ღვინის და სისხლის ლაქების ამოყვანა. რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი სპეციალური ქიმიური საშუალება, თუმცა ისინი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქციაში გადავწყვიტეთ თქვენთვის გასაოცარი რეცეპტის გაზიარება, რომელიც აბსოლიუტრად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის და საკუთრი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულ პროდუქტებს.
როგორ ამოვიყვანოთ რთული ლაქები ტანსაცმლიდან
ლაქების ამოსაყვანი ეკოლოგიური საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მარტივი ინგრედიენტები. თქვენი საყვარელი ტანსაცმელი ახალივით სუფთა იქნება!
ინგრედიენტები:
პროცედურის მსვლელობა:
ამ საშუალების დახმარებით თქვენი ტანსაცმელი სისუფთავისგან იბრწყინებს!

- ჭურჭლის სარეცხი სითხე
- საკვები სოდა
- წყალბადის ზეჟანგი
პროცედურის მსვლელობა:
- შეურიეთ ერთმანეთში ჭურჭლის სარეცხი სითხე და წყალბადის ზეჟანგი თანაფარდობით 1:2.
- მიღებულ ნარევში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი საკვები სოდა. თქვენ უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა.
- მიღებული საშუალება წაუსვით მშრალი ტანსაცმლის დალაქავებულ ზედაპირს ორივე მხრიდან. შეაზილეთ ნარევი ქსოვილს ძველი კბილის ჯაგრისის გამოყენებით.
- მოითმინეთ დაახლოებით 1 საათი და შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში.
- დარჩენილი მასა შეინახეთ კონტეინერში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.
ამ საშუალების დახმარებით თქვენი ტანსაცმელი სისუფთავისგან იბრწყინებს!