როგორ უნდა მოვუაროთ წიგნებს და როგორ მოვაშოროთ მელნის ლაქა.

როგორ უნდა მოვუაროთ წიგნებს და როგორ მოვაშოროთ მელნის ლაქა.
წიგნები წიგნის კარადაში ან შუშით დახურულ თაროებზე უნდა ინახებოდეს, უკიდურეს შემთხვევაში ღია თაროებზე, ისინი ძლიერ მჭიდროდ არ უნდა დავაწყოთ . დროგამოშვებით კარადის კარები გავაღოთ გასანიავებლად. წიგნები ხშირად უნდა გავწმინდოთ რბიი ნაჭრით.

  • მელნის ლაქები წიგნის ფურცლიდან შემდეგნაირად შეიძლება მოვაშოროთ: 1 ჩ/კ ჰიდროსუფატის ფხვნილი ჩავლესოთ 1/2 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში. ამ ხსნარში დავასველოთ საშრობი ქაღალდი და დავადოთ დალაქავებულ ადგილას. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დავადოთ ასეთივე ქაღალდი და ლაქა გაქრება.

  • ჟანგის ლაქები წიგნებიდან ამოიყვანება ლიმონის მჟავათი.

  • ცხიმოვანი ლაქები წიგნის ფურცლებიდან გაქრება, თუ რამდენიმე ხნით დალაქავებულ ადგილზე დავადებთ ბენზინში ალესილ მაგნეზიის ფაფას, შემდეგ გავწმინდოთ სველი ბამბით, დავადებთ საშრობ ქაღალდს და დავაუთოვებთ ნელთბილი უთოთი.

  • წიგნებს ზოგჯერ ღრნიან მღრღნელები. ეს რომ არ მოხდეს, იქვე ახლოს მოვაყაროთ დუსტის ფხვნილი.

    აქვე გირჩევთ თუ როგორ უნდა მოაუროთ სურათებს და ჩარჩოებს.
  • ზეთის საღებავებით შესრულებული სურათი ჩარჩოდან ამოვიღოთ გადავაფაროთ სველი ტილო, ხშირად ვასხუროთ წყალი ან მთლიანად დავასველოთ და დროდადრო ვცვალოთ. ორი - სამი დღის შემდეგ სურათს მოშორდება ჭუჭყი.

  • თუ ასეთი სურათი ბუზებისგან არის დასვრილი, ერთ ჩაის ჭიქა წყალში გავხსნათ ერთი სუფრის კოვზი ქლორკირი. ეს სითხე ბამბით გადავუსვათ სურათს, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ მოვწმინდოთ ოდნავ დანამული ნაჭრით და გადავუსვათ მშრალი ბამბა.

  • თუ ზეთის საღებავებით შესრულებული სურათი მოძველებულია, ავიღოთ 3/4 ჩაის ჭიქა არაყი, ერთი კვერცხის ცილა და 5 გრ შაქარყინული ( დანაყილი ). ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ ერთმანეთში და წყლიანი ბამბით გადავუსვათ წინასწარ მორეცხილ მოძველებულ სურათს. როცა არყიანი სითხე შეშრება, კვლავ გავიმეოროთ. ეს აახლებს ფერებს და თან იცავს ზეთის საღებავებს.

  • ყვითლად მოვარაყებული სურათის ჩარჩოები უნდა გაიწმინდოს პატარა ჯაგრისის ყალმით, ჩარჩოს გადაესვას ღვინის ძმარი , 5 წუთის შემდეგ ძმარი მოირეცხოს წყლიანი ბამბით და ჩარჩო დაიდოს გასაშრობად. თუ ჩარჩო ძალზე დალაქავებულია, ეს წესი გავიმეოროთ.

  • ბუზებით გაჭუჭყიანებული ჩარჩო კარგად იწმინდება შუაზე გაჭრილი ხახვის ძირით და პრიალდება მაუდის ნაჭრით.

  • პრიალა ხის ჩარჩო მშვენივრად იწმინდება 100 გრ ბელეკონის, 40 გრ მაგარი სპირტის და თაფ- სანთლის ნარევით.

სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი