ერთჯერადი ბოთლები, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს!



ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას ერთჯერადი გამოყენების პლასტიკური ბოთლები წარმოადგენს. მოსახლეობა ამ ბოთლებს მრავალჯერადად იყენებს. მასში ასხამენ ყოველგვარ სასმელს.- ღვინოს, არაყს, ტყემალს და ა.შ. ხშირად ნახავთ დედის ხელებში ჩვილ ბავშვს, რომელსაც პირში აქვს ჩადებული პლასტიკატის ბოთლი რძით.
ერთჯერადი პლასტიკური ბოთლები სტერილიზაციას არ ექვემდებარება, ამიტომ მათი მრავალჯერადი გამოყენებისას შეიძლება დაავადდეთ დიზენტერიით, ასკარიდოზით, ტოქსიკო ინფექციით და სხვა.
ამ ბოთლების უდიდესი ნაწილი სხვა ნაგავთან ერთად ნაგავსაყრელზე და ქუჩებში ყრია.
ხელმოკლე მოსახლეობა სისტემატურად აგროვებს სხვადასხვა სახის ნარჩენებს, მათ შორის პლასიტიკურ ბოთლებს და აბარებენ ხელახლა გამოყენებისათვის, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თავიდან რომ ავიცილოთ ეს საფრთხე, პლასტიკური ბოთლები პირველადი გამოყენების შემდეგ უნდა დავაზიანოთ. ეს იქნება ზრუნვა არა მარტო სხივის, არამედ საკუთარი ჯანმრთელობისათვისაც.
ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს პლასტიკატის ბოთლში ჩასხმული გამაგრილებელი სასმელები, თუმცა იგი საკმაოდ ძვირადღირებულია, ვინაიდან მისი ღირებულების ნახევარს ბოთლის ფასი შეადგენს.
რატომ?. ცნობილია რა, რომ ამ სახის ბოთლები ანაგვიანებენ გარემოს, ჰოლანდიაში ყველა მაღაზია არსებობს პლასტმასის ბოთლების მიმღები პუნქტი. ამ ბოთლების მაღალი ღირებულების გამო მათ ნაგავში არ ყრიან, არამედ აღნიშნულ მაღაზიებში აბარებენ. იქ სწორად მიიჩნევენ, რომ თუკი ბოთლს ფასი დაბალი ექნებოდა, ბევრი დაიზარებდა და არც ჩააბარებდა, ეს ზრუნვაა ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზეც.

იყავი პატრიოტი - დაჭმუჭნე გამოყენებისთანავე პლასტმასის ბოთლი!