7 ტოქსიკური ნივთი, რომელიც სახლში არ უნდა გააჩეროთ. ყურადღებით!
მართალია სახლში სისუფთავეა და სიმყუდროვე, მაგრამ გირჩევთ ფანჯარა გამოაღოთ! რატომ? - იმიტომ, რომ ბევრი ნივთი ტიქსინებს შეიცავს - თქვენ კი ამაზე წარმოდგენაც არგაქვთ! მაგალითად სარეცხი საშუალებებისათვის მწარმოებლები სუნის მიმცემ ნივთიერებას უმატებენ, რაც მცირე დოზებით ფორმალინებში ტრანსფორმირდება - ეს კი კანცეროგენული ნივთიერებაა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სისუფთავის საშუალებები ყველაზე აშკარა ტოქსიკური ნივთიერებებია, რომელიც სახლშია და მიხვედრა რთული არ არის.
კიდევ რა შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს?
ტექნოლოგია დღითი დღე წინ მიიწევს! ყველა ცდილობს დაზოგოს დრო და მასალა წარმოებისათვის, მაგრამ თუ დავუკვირდებით ეს ადამიანის ჯანმრთელობის ფასად ხდება, რასაც ფულით უკვე ვეღარ იყიდით! არადა ცივილიზაციაზე უარს ვერავინ იტყვის! რჩევაა, რომ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს.
კიდევ რა შეიძლება შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს?
- პიცის ყუთები
მწარმოებლები აკონტროლებენ საკვებად გამოსაყენებელი ტარის წარმოებისას, მასალაში შემავალი ტოქსინების დონეს და დასაშვებ ნორმას არ სცდებიან. თუმცა მუყაოს ყუთების წარმოებისას, ქაღალდის მასალაში ტოქსინების დასაშვები ნორმა, არავის არ დაუწესებია. მუყაოს ყუთების გადამოწმებისას კი, მასალაში კანცეროგენებიც აღმოაჩინეს. - ქვითრები
თერმო ქაღალდები, რომლებსაც ფასების ამორტყმისას იყენებენ, საკმაოდ მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათი ხელში აღებისას, კანზე შეიძლება მოგხვდეთ საშიში ჰორმონი ბისფენოლ А (BPA), რომელიც ორგანიზმში შეღწევის შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას გამოიწვევს. - ხალიჩები
ცეცხლგამძლლე მასალით დამზადებული ხალიჩების შემადგენლობა ძალიან საშიშია ადამიანის ჰორმონალური სისტემისათვის. ასე რომ სანამ შეიძენთ, დაფიქრება გმართებთ. - მიკროტალღოვან ღუმელში დამზადებული ბატიბუტი - პოპკორნი
დანიაში ერთერთმა ყველაზე მსხივლმა სავაჭრო პუნქტმა, უარი თქვა შეფუთვის გამო პოპკორნის გაყიდვაზე, რადგანაც ის ფტორირებულ ქიმიკატებს შეიცავდა. ეს ქიმიკატები გარკვეული სახის კიბოს მაპროვოცირებელი ნივთიერებებია, რომლებიც ჰორმონალური სისტემის მოშლას განაპირობებენ. ასევე ადამიანს წონის მატების საფრთხეს უქმნის და განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისათვის. - მაკარონი
ბრინჯი, მაკარონი და სიმინდის ბურბუშელა - პროდუქტში ისეთი მინერალები და ცხიმები აღმოაჩინეს, რომლებიც ვნებს ღვიძლს, გულის სარქველებს და ლიმფურ ჯირკვლებს. ეს ნივთიერებები პროდუქტში კი შეუთვიდან ხვდებოდა. - პლასტმასის ბოთლები და კონსერვის ქილები
პლასტიკური ტარას დასამზადებლად იყენებენ ბიფენოლ А, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ. ამ ნივთიერებას შეიცავს:- ბავშვების საკვები პლასტმასის ბოთლები;
- გამაგრილებელი ბოთლები (ტერმოსის ტიპის);
- პლასტიკური ჭურჭელი;
- კბილის პლომბი;
- თვალლის ლინზები;
- თერმო ქაღალდები;
- პოლიმერული ლენტი, ლამინირებისათვის;
დაავადებები რომლებსაც იწვევს ბისფენოლ А - ძუძუს კიბო, ენდომეტრიოზი, გულის პრობლემები, დიაბეტი, იმუნური სისტემის შესუსტება, რეპროდუქტიული ფუნქციის მოშლა, თავის ტვინის პრობლემები, ნერვიული აშლილობები დიდებსა და პატარებში. - ბავშვების საკვები პლასტმასის ბოთლები;
- ტეფლონი
თანამედროვე ჭურჭლის წარმოებაში იყენებენ ტეფლონს, რომელიც დიასახლისებისათვის თითქოს საქმეს აიოლებს (მიწვა, მიკრობა...). სამწუხაროდ, ეს ნივთიერება წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. პერფტორირებული ქიმიკატები, რომლებიც ტეფლონში გამოიყენება, პტონციური კანცეროგენებია.
ტექნოლოგია დღითი დღე წინ მიიწევს! ყველა ცდილობს დაზოგოს დრო და მასალა წარმოებისათვის, მაგრამ თუ დავუკვირდებით ეს ადამიანის ჯანმრთელობის ფასად ხდება, რასაც ფულით უკვე ვეღარ იყიდით! არადა ცივილიზაციაზე უარს ვერავინ იტყვის! რჩევაა, რომ გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს.