დათესეთ ჩაი, გვერწმუნეთ ეს სიგიჟის კი არა გონებამახვილობის ნიშანია!

დათესეთ ჩაი, გვერწმუნეთ ეს სიგიჟის კი არა გონებამახვილობის ნიშანია!
ჩაი ფურცლოვანი ან ბალახოვანი ბუჩქის დაყენებით მიღებული სასმელია. მისი სხვადასხვა ჯიში არსებობს და მას გავრცელების საკმაოდ ფართე არეალი აქვს, ხოლო მისი გამოყენების ტრადიციულ გზასთან ერთად არსებობს სხვა მეთოდებიც, მაგალითად მისი დათესვა. ერთჯერადი ჩაის მოხმარების შემდეგ ნუ გადაყრით მას, აუცილებლად დათესეთ ისინი, ხოლო, თუ რატომ, ამას ამ სტატიაში გეტყვით.

მისი დათესვის მიზეზებია:
  1. ბრიტანული ჩაის შეფუთვა შეიცავს იმ ვიტამინებსა და ელემენტებს, რომლებიც ბანანს გააჩნია.
  2. ჩაი ნიადაგის ერთგვარ სასუქს წარმოადგენს. ის შეიცავს ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ანოყიერებენ მიწას.
  3. ჩაის დათესვით ნაკლები ნაგავი გექნებათ.
  4. ჩაის პაკეტები შეიცავენ ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეებს თავიდან აარიდებენ ყოველგვარ მწერს.
  5. ჩაის სუნი კატებსაც აფრთხობს, ამიტომ ისინი ვერ შეძლებენ თქვენი ბაღისა, თუ ბოსტნის გაფუჭებას.
  6. ერთჯერადი ჩაი იზრდება კიდეც. შესაძლოა დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ეს ასეა, თქვენ უბრალოდ დაგჭირდებათ თესლი, პლასტმასის ლანგარი,წყალი და ხელსახოცი.


ჩაის დადებითი თვისებები
  • ჩაი სხვა ცოცხალ ორგანიზმებს ეხმარება განვითარებაში.
  • VeggieGardener_ის თანახმად ჩაის ჭიები მიირთმევენ, რომლებიც შემდეგ ბევრ სხვა მცენარეს ანოყიერებენ
  • მისი მცენარის ფესვებში მოთავსებით, მცენარე დიდ ხანს შეინარჩუნებს ჯანმრთელობას და გვიან დაიწყებს ჭკნობას.
  • ჩაის პაკეტები სარეველას გაზრდაში უშლიან ხელს. თუკი თქვენ ჩაის დათესთ, ის სარეველას ზრდას აუცილებლად შეაფერხებს.