გაიწმინდეთ ორგანიზმი ამ ხალხური,ნატურალური რეცეპტით.

გაიწმინდეთ ორგანიზმი ამ ხალხური,ნატურალური რეცეპტით.
ორგანიზმისთვის სასარგებლოა პერიოდულად წიდებისგან გაწმენდა და ამის არაერთი საშუალება არსებობს.მე პირადად ამ საშუალებათაგან საუკეთესოდ მარხვას მივიჩნევ და ყველას ვურჩევ,სულიერი და ფიზიკური ჯანმრთლელობის შესანარჩუნებლად რეგულარულად იმარხულოს.
თუმცა,ამასთან ერთად, ვიყენებ ორგანიზმის გაწმენდის უძველეს რეცეპტს და თქვენც გასწავლით ლომონისა და პილპილის ლიმონათის მომზადებას.

ინგრედიენტები:
  • 1 ჭიქა გაზგასული ბორჯომი
  • 2ს/კ ლიმონის წვენი
  • 2 მწიკვი შავი პილპილი
  • 1-2ს/კ მოცხარის მურაბის წვენი


მომზადების წესი:
ერთ ჭიქა გაზგასულ ბორჯომს დაამატეთ 2ს/კ ლიმონის წვენი,2 მწიკვი შავი პილპილი და 1-2ს/კ მოცხარის მურაბის წვენი.

გამოყენების წესი:
  1. მიირთვით ყოველდღიურად 3-4 ჭიქა ლიმონათი და არ მიეტანოთ ცხარე, მწარე საკვებს.
  2. მკურნალობი კურსის ჩატარება უმჯობესია მარხვის პერიოდში,რადგან ორგანიზმის გაწმენდის დროს უარი უნდა თქვათ ძნელად მოსანელებელ ცხოველურ პროდუქტებზე,ცხიმებსა და ხორცზე.


ეს სასმელი ძალიან მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.იგი ორგანიზმს ენერგიით ავსებს და აადვილებს ნარჩენებისა და წიდების გამოყოფას.
ზოგჯერ შავი პილპილის მაგივრად დაფქულ წითელ წიწაკას ვიყენებ. ერთი ულუფისთვის (1 ჭიქა მინერალურ წყალზე) მას ძალიან მცირე რაოდენობით-დანის წვერით ვიღებ.სადღაც წავიკითხე,რომ მხოლოდ წითელი წიწაკა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმში სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.მაგრამ ასეთი სასმლის უზომოდ სმას არ გირჩევთ-ერთი კვირაც კი საკმარისია.ეს ძალიან ეფექტიანი საშუალებაა და შედეგს მალევე იგრძნობთ.თავიდან წიწაკა სულ მცირე რაოდენობით აიღეთ და მერე ნელ-ნელა მოუმატეთ დოზა. უკვე რამდენი წელია, მკურნალობ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და თავს ძალიან მხნედ ვგრძნობ.

ექიმის კომენტარი:

მოცემული რეცეპტი მეტად ორიგინალურია.მინერალური წყალი მიკროელემენტებითაა მდიდარი,ლიმონი C ვიტამინის წყაროა,ასევე მდიდარია C და სხვა ჯგუფის ვიტამინებით მოცხარი და პილპილი.წითელი წიწაკა კი მართლაც გაჯერებულია ორგანიზმისთვის სასარგებლო არაერთი ნივთიერებით.
თუმცა ასეთი სასმლის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადება აქვს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კუჭის წყლულისა და მწვავე ქოლეცისტიტის მქონე პაციენტებს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი